,,ქალთა მიმართ ძალადობა“ ილიაუნიში
05 დეკემბერი, 2014
,,ქალთა მიმართ ძალადობა“ ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ ,,ლიგამუსში“ დისკუსია თემაზე ,,ქალთა მიმართ ძალადობა“ გაიმართა. საღამო ილიაუნის ორგანიზებითა და ამერიკის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.

საჯარო დისკუსია გიგა ზედანიამ გახსნა, რომელიც სიტყვით აუდიტორიის წინაშე გამოვიდა. მან ძალადობასა და ილიაუნიში მომხდარ ლექტორის მკვლელობაზე გაამახვილა ყურადღება: ,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან თემა უცხო არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. არაერთხელ ჩატარებულა ჩვენს უნივერსიტეტში საჯარო ლექციები, სადაც განსახილველი თემა ძალადობა იყო. რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, ეს თემა ჩვენც შეგვეხო, როდესაც ჩვენი ლექტორი ოჯახში ძალადობის ფაქტს შეეწირა. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ უნდა ვიფიქროთ პრობლემის გადაჭრის გზებზე“.

დისკუსიის ფასილიტატორი მკვლევარი, ქალთა უფლებების დამცველი და ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ აქტივისტი და ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილი იყო.

,,ოჯახში ძალადობის პრობლემა კონკრეტულად ერთი ქვეყნის პრობლემა არ არის. ქალებზე ძალადობის თემა ბევრ ქვეყანაში აქტუალურია. განსხვავება ქვეყნებს შორის არის პრობლემის სიმწვავე და მისი გადაჭრის გზებია. ქალებზე ძალადობა კონკრეტული ქალის კი არა სახელმწიფოს პრობლემაა. ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფომ უნდა დაინახოს , რომ ფრონტის ხაზი ბევრი მისი თანამოქალაქისთვის საკუთარ ოჯახში გადის“- აღნიშნა ეკა აღდგომელაშვილმა.

დისკუსიას თემაზე ,,ქალთა მიმართ ძალადობა“ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ.

,,ვფიქრობ თემა ძალიან აქტუალურია და ამის გამო გადავწყვიტე დასწრება. გარდა ამისა, როდესაც გავიგე ამერიკის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით იმართებოდა უფრო მეტად მომინდა დასწრება. მაინტერესებს ამ ქვეყნებში როგორი მდგომარეობაა ქალთა ძალადობის კუთხით“- აღნიშნა ნათია კიკალიშვილმა.

დისკუსიის დასასრულს მომხსენებლებმა აუდიტორიისათვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary