ხევსურული საღამო მზიურში
26 ივნისი, 2013
ხევსურული საღამო მზიურში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
26 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო "მთის საჩუქარი ბარს" გაიმართა.
ღონისძიება ტურისტული კომპანია "თებულოტურისა" და ლუდი "ხევსურულის" ორგანიზებით ჩატარდა.

საღამოზე დასწრება თავისუფალი იყო და უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ახალგაზრდა შემსრულებლებმა ხევსურულ მოტივებზე შექმნილი ლექსები და სიმღერები შეასრულეს. გაიხსენეს ალუდა ქეთელაური და თეონა ქუმსიაშვილი.

"ძალიან ვისიამოვნე დღევანდელი საღამოთი, თითქოს, ერთი დღით დავივიწყეთ თბილისური სიცხე, ხმაური და ულამაზეს ხევსურეთში ვიმოგზაურეთ" - აღნიშნა საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა მარი ლაშხმა.

2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტურისტული კომპანია "თებულოტურის" ორგანიზებით, ტრადიციულად ყოველ ლომისობას ტარდება "ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს", სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა, საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ღონისძიების მიზანია, პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი, ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary