რატი ამაღლობელის პოეზია სტუდენტებისთვის
18 დეკემბერი, 2014
რატი ამაღლობელის პოეზია სტუდენტებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ ,,ლიგამუსში“ პოეტ რატი ამაღლობელთან ილიაუნის პოეზიის კლუბის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. რატი ამაღლობელმა აუდიტორიისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა და რამდენიმე ლექსი წაიკითხა თავისი შემოქმედებიდან.

,,პოეზია ეს არის დამამშვიდებელი, მაჰარმონიზირებელი, რომელიც ჩვენში ამშვიდებს ვნებებს და არა პირიქით. იგი სულიერ პრობლემებს აგვარებს, თითქოს ერთგვარი მედიცინის დანიშნულებაც აქვს. რაც შეეხება პოეტს, პირდაპირი გაგებით იგი არის მებრძოლი. მან უნდა იბრძოლოს უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან. ეს არის გამოწვევა , რომ გადარჩე როგორც პოეტი“ -  აღნიშნა რატიმ.

შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთნ ერთად სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
,,ჩემი ლექტორისაგან გავიგე, რომ რატი ამაღლობელთან შეხვედრა იმართებოდა და გადავწყვიტე დავსწრებოდი. ძალიან მიყვარს რატის შემოქმედება და ხშირად ვკითხულობ მის ლექსებს“ - აღნიშნა სოფო შელიამ.

ორგანიზატორების თქმით, ილიაუნის პოეზიის კლუბის ინიციატივით მსგავსი შეხვედრა მომავალშიც გაგრძელდება.

,,ძალიან დიდი მადლობა რატის, გულიდან ლაპარაკობდა. მინდა გითხრათ, რომ გაზაფხულზე რატის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ,,ლიგამუსში“ - აღნიშნა შეხვედრის ორგანიზატორმა, ცირა ბარბაქაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary