როგორ დავწეროთ CV და სამოტივაციო წერილი?
20 დეკემბერი, 2014
როგორ დავწეროთ CV და სამოტივაციო წერილი? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო ინივერსიტეტში Erasmus Student Network (ESN) Tbilisi ISU-მ საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა გამართა  Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამების Eminence I და Eminence II-ის შესახებ.

,,ჩვენი შეხვედრა მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ დაწვრილებითი ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ, დავაკვალიანოთ ისინი, თუ როგორ დაწერონ სამოტივაციო წერილი, CV და გავცეთ მათ თითოეულ კითხვას პასუხი. მნიშვნელოვანია, ქართველმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში, რადგან ეცნობიან სხვა ქვეყნის კულტურას, იძენენ ახალ მეგობრებს და იმაღლებენ პროფესიულ ცოდნას" - განაცხადა ESN Tbilisi ISU-ს გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მარი გეთიაშვილმა.

შეხვედრაზე ESN Tbilisi ISU-ს გუნდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია მობილობის პროგრამების შესახებ. საქართველოში ამ პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი. პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორანტის გაცვლით კურსს, ასევე მეცნიერ-მკვლევართა ერთთვიან გაცვლით კურსსა და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სრულ კურსს. სტუდენტებს შეუძლიათ რამდენიმე პროგრამაზე დარეგისტრირება.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საჭირო დოკუმენტაციის, კერძოდ,CV-ისა და სამოტივაციო წერილის მომზადებას. CV-ში შესატანი ინფორმაციის შესახებ ისაუბრა ESN Tbilisi ISU-ს წარმომადგენელმა გიორგი კურეგიანმა. მისი განმარტებით, პირველი, რაც CV-ში უნდა ჩავწეროთ, ეს არის სრული სახელი და გვარი, საცხოვრებელი სახლის ნომერი, ქუჩის დასახელება და ქალაქის საფოსტო ინდექსი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, რათა მოხერხდეს კანდიდატთან დაკავშირება. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამოტივაციო წერილის დაწერაზე. ESN Tbilisi ISU-ს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია, გავეცნოთ სასურველ უნივერსიტეტს, პროგრამებს, საუნვერსიტეტო ცხოვრებას, ქვეყნის კულტურულ თავისებურებებს და ამის საფუძველზე დავიწყოთ სამოტივაციო წერილის წერა.

,,სამოტივაციო წერილის პირველი ნაწილი უნდა შეეხებოდეს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც აგზავნით წერილს. უნივერსიტეტი, სადაც გინდათ სწავლის გაგრძელება და კურსი, რომლის გავლასაც ისურვებდით. მეორე ნაწილში უნდა გადმოსცეთ თქვენი მოტივაცია საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, ისაუბრეთ თქვენს ინტერესებსა და სამომავლო გეგმებზე, რატომ აირჩიეთ ეს კონკრეტული პროგრამა, უნივერსიტეტი და კურსი. მესამე ნაწილში კი ისაუბრეთ თქვენს გამოცდილებასა და მიღწევებზე. ბოლოს კი შეაჯამეთ, რაზეც ისაუბრეთ, მადლობა გადაუხადეთ ყურადღებისთვის და დაურთეთ სახელი და გვარი" - განაცხადა მარი გეთიაშვილმა.

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 25 დეკემბერი, დამატებითი ინფორმაცია მსურველებს შეუძლიათ ნახონ ვებგვერდზე www.esn.ge.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary