„მწვანე მუშტი“ საყდრისის დასაცავად
29 დეკემბერი, 2014
„მწვანე მუშტი“ საყდრისის დასაცავად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საყდრისის დასაცავად კიდევ ერთი მოძრავი აქცია გაიმართა, რომელიც
სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტის" ორგანიზებით ჩატარდა. მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძრნენ და შეძახილების ფონზე მთავრობის კანცელარიისკენ გაემართნენ. ღონისძიებას 80–მდე ადამიანი ესწრებოდა. "შეაჩერე საყდრისის ნგრევა - კულტურის, გარემოსა და სოციალური სამართლიანობის დაცვისათვის!" – ეს იყო მათი დევიზი.

"ხელისუფლებასა და საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საყდრისს ჩვენ არ განვიხილავთ, როგორც მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მის გარშემო შეიკრა წრე, რომელშიც გაერთიანებულია ეკოლოგიური, კულტურული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოციალური პრობლემები. კიდევ ერთხელ ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს პოზიციასა და სოლიდარობას იმ მუშებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, რომლებსაც ატყუებენ, რომ საყდრისის არათვისების შემთხვევაში დარჩებიან ულუკმაპუროდ" - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გიორგი გოგბერაშვილი.

"აქცია ეხმიანება ერთდროულად არა მარტო საყდრისის ნგრევას, არამედ სხვა მრავალ პრობლემას. ახალგაზრდების წყალობით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენეთ ეს საკითხები. ძალიან მიხარია, რომ მომავალი თაობა პრობლემებს ასე კრიტიკულად უყურებს და ცდილობს, წვლილი შეიტანოს მათ მოგვარებაში" – გვითხრა საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა ნინო საღინაძემ.

"ქვეყნისათვის პრობლემატურ აქციაზე რომ ასე ცოტა ხალხია, ნამდვილად სირცხვილია. ეს საკითხი არამხოლოდ დღევანდელ დღეს, არამედ საქართველოს წარსულსა და მომავალსაც ეხება. საყდრისის აფეთქება საქართველოს საგანძურისა და ისტორიის აფეთქებას ნიშნავს. ასე რომ, იგი ამჟამინდელი ხელისუფლების შავი ლაქაა" – თქვა აქციის მონაწილემ დავით შუღლიაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary