განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა სტუდენტთა მობილობის შესახებ.
სტუდენტებს საშუალება მიეცათ, მათთვის სასურველ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მობილობას არ აცხადებს. მობილობის გამოცხადება დამოკიდებულია მხოლოდ უნივერსიტეტის სურვილზე. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, არსებობს ცრუ ინფორმაცია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გარემობილობას წყვეტს: "ეს არასდროს მოხდება. რაც შეეხება დაფინანსებას, იგი ყველა ფაკულტეტზე არ გაგყვებათ, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ ამ საკითხთან".
მობილობის უფლება აქვთ სტუდენტებს, რომლებიც აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები არიან; ასევე შეჩერებული სტატუსის მქონე პირებს სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში; შეწყვეტილი სტატუსის მქონე პირებს სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში; სტუდენტს მობილობის უფლება აქვს ჩარიცხვიდან ერთი წლის შემდეგ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა: ,,თუ თსუ-ში სწავლობთ ბიზნესადმინისტრირებაზე და გადადიხართ იმავე ფაკულტეტზე ილიაუნიში, მეტი შანსი გაქვთ კრედიტების აღიარების. უნივერსიტეტმა უნდა აღიაროს კრედიტები, თუ საგნის სახელწოდებები განსხვავებულია, მაგრამ შინაარსი და სწავლის შედეგი არის აბსოლუტურად იდენტური, მათ შეუძლიათ თავისუფალ კრედიტებში გიღიარინ ეს საგნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საგანი უნივერსიტეტს არ აქვს".