ეროვნულ არქივში აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა ლექცია წაიკითხა თემაზე -,,ძველი ბერძნული თეატრი".
რისმაგ გორდეზიანმა ისაუბრა ძველ საბერძნეთზე, მის ხელოვნებაზე, მწერლობაზე.
"თეატრი საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა კონტექსტში ჩავერთოთ, ყველა ჩვენგანს გვინდა, მოვხვდეთ უკეთეს გარემოში, რის საშუალებასაც გვაძლევს თეატრი. ბერძნულმა თეატრმა ასევე შექმნა საოცარი არქიტექტონიკა. ბერძნებმა დრამის ფორმირებისას ცრემლისა და სიცილის აღმძვრელი სახეები ერთმანეთს დააშორეს და შექმნეს კომედია და ტრაგედია. თეატრის ყურებისას ვხვდებით იმის თანაზიარი, რაც სცენაზე ხდება, ეს ყველაფერი გვწმენდს სულიერად"- აღნიშნა რისმაგ გორდეზიანმა.
ლექციას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნვერსიტეტის სტუდენტები, თეატრმცოდნეები და ეროვნული არქივის წარმომადგენლები.
,,მოხარული ვარ, რომ მსგავსი ღონისძიებები იმართება, თეატრი და ხელოვნება ქართული საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო და აქტუალურია" - განაცხადა თეატრმცოდნე თეა კახიანმა.