ახალი საუნივერსიტეტო პროგრამების პრეზენტაცია
30 იანვარი, 2015
ახალი საუნივერსიტეტო პროგრამების პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორები ეწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ორი პროგრამა - ერთი საბაკალავროსთან შერწყმული სამაგისტრო პროგრამა და მეორე 60-კრედიტიანი ერთწლიანი პროგრამა, მათთვის, ვისაც აქვს უმაღლესი განათლება, თუმცა, არა პედაგოგიური. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პროგრამების დანერგვის ირგვლივ არსებულ შესაძლო რისკზე ისაუბრა:
,,ზოგადად, ვერ ვხედავ რისკს, გარდა იმისა, რაც დაკავშირებულია სიახლის დანერგვასთან. ერთადერთი რისკი მხოლოდ ეს არის. თუმცა, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მიიღებს მას პედაგოგი ან ჩვენ როგორ მივაწვდით მას" - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

,,დიდი გამოწვევის წინაშე დგას უნივერსიტეტი და, ზოგადად, სახელმწიფო. პრობლემა შეიძლება შეიქმნას რეგიონებში არსებულ უნივერსიტეტებში. ამიტომ მიმაჩნია, რომ რეგიონულ ფაქტორებს თუ გაითვალისწინებენ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება" - აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გულიკო ბექაურმა.

ახალი საუნივერსიტეტო პროგრამების ამოქმედება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მაღალკვალიფიცირებული კადრების მიზიდვას ისახავს მიზნად.








გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary