დავით ქაშიაშვილი „წიგნის მეგობრებთან“
15 თებერვალი, 2015
დავით ქაშიაშვილი „წიგნის მეგობრებთან“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"წიგნის სახლში" დავით ქაშიაშვილთან შეხვედრა გაიმართა.

ჟურნალისტმა სტუმრებს თავისი პროზაული ნაწარმოები "ისინი, მე და ამელიე" გააცნო. საღამო ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნთან" არსებული ინტელექტუალურ კლუბ "წიგნის მეგობრების" ორგანიზებით შედგა. დასასრულს დამსწრე საზოგადოებას კითხვების დასმისა და კომენტარის გაკეთების საშუალება მიეცათ.

დავით ქაშიაშვილმა ორგანიზატორებს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ინტერესი ლიტერატურის მიმართ მისთვის ძალიან სასიხარულოა. 

"ეს პროექტი საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. მიზანი ახალგაზრდებში ლიტერატურის პოპულარიზაციაა. მის ფარგლებში ვიწვევთ ცნობილ ადამიანებს, რომელთაც ლიტერატურა უყვართ, აინტერესებთ და მზად არიან, თავიანთი ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ" – გვითხრა ორგანიზატორმა ნატა ჯალაღონიამ.

"ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო პროექტია. როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვესწრები შეხვედრას. დავით ქაშიაშვილი ერთ–ერთი ყველაზე კარგი ჟურნალისტია თანამედროვე მედიასივრცეში. არ ვიცოდი, თუ წერდა კიდეც. ვიმედოვნებ, ამ ამპლუაშიც მომეწონება" – გვითხრა დამსწრემ ნათია ასანიძემ.

"წიგნის მეგობრები" კვლავ განაგრძობს მსგავსი შეხვედრის ორგანიზებას.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary