„უცხო“ თბილისის სამხატვრო აკადემიაში
18 თებერვალი, 2015
„უცხო“ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ჩვენება სახელწოდებით - "უცხო" ფილოსოფიის სასწავლო კურსის ფარგლებში შედგა. წარმოდგენილი იყო მეორე კურსის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების 50–მდე ნახატი, ქანდაკება და ინსტალაცია. საღამოს მუსიკალურად ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი ბენდი "დაზგა Boys" აფორმებდა.

"ლექტორმა ლევან ღამბაშიძემ ფინალური გამოცდისთვის დაგვავალა შეგვექმნა ნამუშევარი იმ ასოციაციის მიხედვით, რასაც სიტყვა "უცხო" იწვევს ჩვენში. საინტერესო შედეგი გამოვიდა და გადავწყვიტეთ, გამოგვეფინა. საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა" – გვითხრა ორგანიზატორმა ირაკლი დათუკიშვილმა.

"გამოფენის შესახებ ინტერნეტიდან შევიტყვე. ზოგადად, ხელოვნება ძალიან მიყვარს და ხშირად ვესწრები მსგავს გამოფენებს. სახელმა განსაკუთრებით დამაინტრიგა და ამიტომ გადავწყვიტე, მოვსულიყავი. მოლოდინი გამართლდა, ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვთ ჩვენს დამწყებ ხელოვანებს" – თქვა სტუმარმა ჯაბა ჩხეტიანმა.

"როცა დავფიქრდი თემაზე "უცხო", მივიჩნიე, რომ ყველაზე უცხო ადამიანისთვის საკუთარი თავია. მინდოდა, ჩემი აზრი ხალხისთვის პირდაპირ მიმეწოდებინა, რომ საკუთარი თავი კიდევ ერთხელ დაენახათ და ეფიქრათ, ვინ არიან. ჩემი ნამუშევარი არის სარკე, რომელსაც აწერია "ვინ ხარ?" იმედია, ჩანაფიქრს ადვილად მიხვდებიან" – აღნიშნა მონაწილემ ნინი ხიპაშვილმა.

გამოფენა 19 დეკემბერს დაიხურება.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary