წიგნის კითხვის პირველი დღე
21 თებერვალი, 2015
 წიგნის კითხვის პირველი დღე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში ღონისძიების ,,შაბათი– წიგნის კითხვის დღე" 2015 წლის სეზონი გაიხსნა.

საზეიმო გახსნას დაესწრო პოეტი, პროზაიკოსი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე. მან ახალგაზრდებთან რამდენიმე ლიტერატურულ ეპიზოდზე ისაუბრა. 

"ძალიან საინტერესო ინიციატივაა. რეგულარული კითხვის საღამოები აჩენს განცდას წიგნის აუცილებლობის შესახებ. აყალიბებს იმ შეხედულებას, რომ იგი მხოლოდ სიანტერესო კი არა, გარდაუვალი საჭიროებაა. ავთანდილის, მურმანისა და ალუდა ქეთელაურის ეპიზოდებზე ვისაუბრე. უფრო ზუსტად კი იმ ეპოზიდებზე, რომლებიც ლიტერატურას განსაკუთრებით მომხიბლავს ხდის" – გვითხრა გიორგი კეკელიძემ.

შეხვედრა ახალგაზრდულ მოძრაობა "დავითიანნთან" არსებული ინტელექტუალური კლუბ "წიგნის მეგობრების"ინიციატივით გაიმართა.
"ჩვენი მიზანია წიგნების პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ამიტომ ასეთი შეხვედრა ყოველ შაბათს გაიმართება. ვაპირებთ ვესტუმროთ ბავშვთა, მოხუცთა თავშესაფრებს, სამკითხველოებს, სადაც ქართველი და უცხოელი მწერლებისა თუ პოეტების შემოქმედებაზე ვისაუბრებთ. უკვე საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა. ვიმედოვნებ, მათი რიცხვი გაიზრდება" – თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ ტყეშელაშვილმა.

ღონისძიების წამყვანი პროექტ ,,ნიჭიერის" გამარჯვებული თემო არაბიძე იყო.
"ვფიქრობ, რომ წიგნს ყველა უნდა კითხულობდეს. ინტერნეტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა, ჩემი აზრით, წიგნი ინფორმაციის ყველაზე სწორი გზაა. იგი ტვინის მკვებავია, რომელზეც შეიძლება უსასრულოდ ვისაუბროთ. რაც შეეხება პროექტს, ძალიან ნაყოფიერი წამოწყებაა. წამყვანის ამპლუაში პირველად ვიყავი და ამით ჩემი მხარდაჭერა გამოვხატე" – აღნიშნა წამყვანმა.


ღონისძიებას დაახლოებით 50–მდე სტუმარი დაესწრო.
"კომპიუტერიზაციის პროცესმა ჩვენი თაობის დიდი ნაწილი წიგნს დააშორა. ძალიან მიხარია მსგავსი პროექტების არსებობა. იგი მომავალ თაობას არა მხოლოდ ინტერესს აღუძრავს კითხვისადმი, არამედ სადისკუსიო სივრცესაც სთავაზობს. კითხვა აყალიბებს აზროვნებას, გემოვნებას, ფანტაზიას. ეს კი აუცილებელია პირობაა ინდივიდის სწორად განვითარებისთვის" – გვითხრა სტუმარმა ანი მეთოფიშვილმა.

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით შაბათი წიგნის კითხვის დღედ არის გამოცხადებული.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary