„სიკეთის დღე“ ღვინის ქარხანაში
22 თებერვალი, 2015
„სიკეთის დღე“ ღვინის ქარხანაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა გაიმართა.

მისი მიზანი იყო, დახმარებოდნენ კინორეჟისორ თემურ ცავას, რომელსაც ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება. მოეწყო ე.ი. "Flea Market", სადაც წიგნები, ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვადასხვა საინტერესო ნამუშევარი გაიყიდა. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შეეძლო, მოეტანა საკუთარი ნივთი. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ რეზო კიკნაძე, ელენე კალანდაძე და სხვები. 

"პირველად რომ გავიგე აქციის შესახებ, ვიფიქრე, წავალ გავერთობი,რამეს ვიყიდი–მეთქი. მიზნის შესახებ რომ შევიტყვე, მთელი სახლი გადავქექე იმ ნივთის საპოვნელად, რომელიც აუცილებლად გაიყიდებოდა. გადავწყვიტე, ნეპალიდან ჩამოტანილი ნივთები წამეღო, რომელიც ძალიან მომწონს და სხვა შემთხვევაში, ალბათ, არც შეველეოდი"– გვითხრა აქციის მონაწილემ მაია ციტაიშვილმა.

ჩვენ ვესაუბრეთ აქციის ერთ–ერთ ორგანიზატორს:
"დაახლოებით 1 თვის წინ ერთი საქველმოქმედო აუქციონი უკვე ჩატარდა, საიდანაც საკმარისი თანხა არ შეგროვდა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ "Flea market"-ის მოწყობა, რომელიც ბევრად მრავალფეროვანია. ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. ასევე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრიც, რომელმაც სამუზეუმო სამკაულების ასლები გადმოგვცა" – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ელენემელიკა სულაბერიძემ.

ღონისძიებას, ძირითადად, ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

"ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, რა არის ბედნიერება. ვრწმუნდები იმაში, რომ არსებობს მისი რეცეპტი. ადამიანი მხოლოდ მაშინ ბედნიერდება, როცა ცდილობს, სხვაც გააბედნიეროს. დღევანდელი "სიკეთის დღესაც" იგივე მიზანი აქვს. მოგვცეს საშუალება გავაღვიძოთ სიკეთისა და სიყვარულის შეგრძნება" – თქვა სტუმარმა ნიკიტა კინწურაშვილმა.

თემურ ცავას ოპერაციისთვის 80 ათასი აშშ დოლარია საჭირო. დღევანდელ აქციამდე 25 ათასი ევრო შეგროვდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary