ტურიბას უნივერსიტეტის პრეზენტაცია
25 თებერვალი, 2015
 ტურიბას უნივერსიტეტის პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ეროვნული ბიბლიოთეკაში ტურიბას უნივერსიტეტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ლატვიელებმა ქართველ სტუმრებს უნივერსიტეტის სტრუქტურა გააცნეს. მათ დაწვრილებით აღწერეს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. 

როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენელმა კრისტინა ტიჰანოვამ განაცხადა, მათ 4 ფაკულტეტი აქვთ. წამყვანი მიმართულება კი ბიზნესისა და ტურიზმის სფეროებია. იგი იყო პირველი უმაღლესი სასწავლებელი სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში, რომელმაც მიიღო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკრედიტაცია.

ღონისძიება "edu-guide.ge"–ს ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ მის წარმომადგენელს ვესაუბრეთ:
"ჩვენი ონლაინპორტალი "განათლების გზამკვლევია". ერთ–ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება საზღვარგარეთ სწავლაა. გვაქვს კონტაქტი უამრავ უნივერსიტეტთან. მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან. რაც შეეხება ტურიბას, მისი წარმომადგენლები პირველ ოქტომბერს ჩამოვიდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ქართველი სტუდენტებიც, რომლებშიც ტურიბას დამთავრების შემდეგ ლატვიაშივე დასაქმდნენ. მათ თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს. დღევანდელი ვიზიტიც ამავე დღეს დაიგეგმა" – გვითხრა ნათია ცხოვრებაშვილმა.

შეხვედრაზე აგრეთვე ისაუბრეს ლატვიაში არსებული სტიპენდიებისა და სტაჟირების შესახებ. დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, საჭირო საბუთებისა თუ დოკუმენტების შესახებაც მიეღოთ ინფორმაცია. შეხვედრის ბოლო ნაწილი ინტერაქციული იყო. მას დაახლოებით 50–მდე სტუდენტი ესწრებოდა.

"საქართველოში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი სტერეოტიპი, რომ საზღვარგარეთ სწავლას მხოლოდ მდიდარი მშობლების შვილები ახერხებენ. საბედნიეროდ, ეს სიმართლე არ არის. არსებობს ისეთი ევროპული ქვეყნები, სადაც სწავლაც საკმაოდ ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის და რაც მთავარია, ხარისხი ძალიან მაღალია. დღეს სწორედ ერთ–ერთი მათგანის პრეზენტაცია ვიხილეთ" – გვითხრა დამსწრე სტუდენტმა ლევან კეჭეყმაძემ.

შეხვედრის დასასრულს ნებისმიერ მსურველს შეეძლო ტურიბას უნივერსიტეტში მისაღები ინგლისური ენის ტესტი უფასოდ დაეწერა.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary