“Liberteens”-ის პრეზენტაცია
26 თებერვალი, 2015
“Liberteens”-ის  პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბიბლუსი გალერეაში პროექტ "Liberteens"-ის პრეზენტაცია გაიმართა.

"Liberteens" – ეს არის ტინეიჯერებისგან შემდგარი გუნდი, რომლის წევრებიც თანამედროვე უცხოურ ლიტერატურას არჩევენ და თავადვე თარგმნიან ქართველი მკითხველებისთვის.

წევრებმა გუნდში მიღების აუცილებელ მოთხოვნებზე ისაუბრეს და სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნეს. აგრეთვე, განიხილეს ის აუცილებელი კრიტერიუმები, რომლებსაც არჩეული წიგნი უნდა აკმაყოფილებდეს. გარდა ამისა, ისაუბრეს უკვე ნათაგმნი წიგნების, ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენლისა" და გეილ ფორმანის "თუ დავრჩების" აქამდე უცნობ დეტალებზე. პრეზენტაციაზე იმსჯელეს ჰოლი სმეილის რომანს "გიკი გოგოს" შესახებ, რომელიც უკვე ნათარგმნია და უახლოეს მომავალში დაიწყება გაყიდვა. 

შეხვედრაზე დასახელდა "Liberteens" –ის 8 ახალი წევრი. გუნდი ამჟამად 20–მდე ახალგაზრდას აერთიანებს. ჩვენ ერთ–ერთ მათგანს ვესაუბრეთ:
"აქ საკმაოდ მარტივად მოვხვდი. ჯერ ანკეტა შევავსე, შემდეგ ტექსტი გადავთარგმნე გერმანულიდან. თუმცა, პრიორიტეტული ინგლისური ენაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც აქ ვაკეთებ, რადგან საშუალება გვეძლევა თანატოლებს ჩვენი რჩეული ლიტერატურა გავუზიაროთ. იგი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს მთავარ კრიტერიუმს – ჰქონდეს ლიტერატურული ღირებულება" – გვითხრა თათა გოგოხიამ.

"Liberteens"-ის პროექტი და დღევანდელი პრეზენტაციაც "პალიტრა L"–ის ორგანიზებით გაკეთდა. მისმა მარკეტინგის მენეჯერმა ჩვენთან საუბარში პროექტი შეაფასა. 

"იდეის განხორციელება 2014 წლიდან დავიწყეთ. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ თვითონ ჯგუფის პრეზენტაცია ჯერ არ გაკეთებულა. ვფიქრობ, წარმატებული პროექტი გამოგვივიდა. უკვე შემდგარ აქციებზე, სადაც კონკრეტული წიგნი 2 ლარი ღირდა, უამრავი ადამიანი მოვიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტინეიჯერებში "Liberteens"-ის წევრების არჩეული წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენ მათ კიდევ ბევრ საინტერესო წიგნის თარგმნას ვპირდებით" – თქვა სოფო საყევარაშვილმა.

ღონისძიების ბოლოს ვიქტორინა გათამაშდა, სადაც კითხვები უკვე ნათარგმნი წიგნებიდან დაისვა. გამარჯვებულებს "გიკის გოგოს" ეგზემპლარები გადაეცათ. ერთ–ერთი მათგანი ნინი ბეკურიშვილიც იყო: "ძალიან გახარებული ვარ. ეს წიგნი ძალიან მაინტერესებდა და აუცილებლად ვაპირებდი აქციაზე მისვლას შესაძენად. საბედნიეროდ, აღარ დამჭირდება. კარგი შეგრძნებაა, როდესაც იმ წიგნს გჩუქნიან, რომელიც ჯერ არც იყიდება. მოკლედ, უკვე მიხვდებოდით, რომ "Liberteens"-ის ერთგული მკითხველი ვარ".

პრეზენტაცია ტორტის საზეიმო გაჭრით დასრულდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary