განათლების საერთაშორისო გამოფენა
28 თებერვალი, 2015
განათლების საერთაშორისო გამოფენა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„ექსპო ჯორჯიაში“ განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. მე–11 პავილიონი აღნიშნულ ღონისძიებას უკვე მეხუთედ მასპინძლობს.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები. მათ აქვთ შესაძლებლობა პირისპირ გაესაუბრონ მომავალ სტუდენტებს, გააცნონ მათი პროდუქტები და სწავლის პირობები, ასევე მოისმინონ აბიტურიენტებისა და მშობლების შეხედულებები, სურვილები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნანა მამაგულაშვილის თქმით: „მეხუთე წელია ტრადიციულად ვმონაწილეობთ ამ ღონისძიებაში. როგორც წესი, ჩვენი უნივერსიტეტი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. რადგან აბიტურიენტების ინტერესი ძალიან დიდია. წარმოდგენილი გვაქვს 200–ზე მეტი სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე, ორმაგი ხარისხისა და გაცვლითი პროგრამები. აბიტურიენტებს ვაძლევთ საშუალებას, გახდნენ საბავშვო უნივერსიტეტის წევრები,რომელიც მათ ეხმარება გაიფართოვონ თვალსაწიერი სამომავლო პროფესიის კუთხით. იგი ამჟამად 16 სკოლას აერთიანებს“.


როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანა კვანჭილაშვილმა აღნიშნა: "წარმოდგენილი გვაქვს 40–მდე საბაკალავრო და 50–მდე სამაგისტრო პროგრამა. რამდენიმე მათგანს ჩვენი სტენდიდანაც შეგიძლიათ მეტ–ნაკლებად გაეცნოთ. 4 წელია, რაც გამოფენაში ვმონაწილეობთ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ინტერაქციული პრეზენტაცია ჩავუტაროთ დაინტერესებულ ადამიანებს, ვისთვისაც ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, რომ ამ შესაძლებლობას გვაძლევენ".

"თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებს "ცოდნის ფონდის" გრანტს ვთავაზობთ, რაც გულისხმობს, რომ ყველას, ქულების მიუხედავად, ვთავაზობთ 11600–ლარიან გრანტს 4 წლის განმავლობაში. არსებობს მითები, რომ თავისუფალში სწავლა ძალიან ძვირია. სინამდვილეში კი 100 %–იანი გრანტის შემთხვევაში 6 სკოლაში (ბიზნესის სკოლის გარდა) გადასახადი მხოლოდ 1600 ლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებთ, რომ ჩვენ სტუდენტებს დიდ პერსპექტივას ვთავაზობთ, ეს საფასური სრუალიად ადეკვატურია. რაც შეეხება, აგრარულს, სწავლა 2450 ლარი ღირს, რაც 100%–იანი გრანტის დროს სტუდენტი მხოლოდ 200 ლარს იხდის" - აღნიშნა თავისუფალი უნივერისტეტის პიარმენეჯრმა ბექა კოკაიამ.

„უკვე მეოთხედ ვმონაწილეობთ. როგორც წინა წლებში, წარმოვადგენთ ყველა პროგრამას. გვაქვს 3 ფაკულტეტი: საბაკალავრო საინჟინრო, ბიზნესისა და საფრენოსნო. ისინი თავის მხრივ, რამდენიმე მიმართულებას აერთიანებენ. ასევე პროფესიული პროგრამები, სადაც მოხვედრა ეროვნული გამოცდების გარეშეა შესაძლებელი. გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უამრავი აბიტურიენტი გვსტუმრობს, იგებს სასურველ ინფორმაციას და ღია კარის დღეზე რეგისტრირდება. ამის შემდეგ მათ საშუალება მიეცემათ ნახონ ჩვენი აეროპორტი, სასწავლო თვითმფრინავები და ინვენტარები. გარდა ამისა, აბიტურიენტებს შეუძლიათ განსაზღვრონ რომელი უნივერსიტეტი აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. ეს არის კომუნიკაციის კარგი საშუალება პარტნიორებთანაც“- აღნიშნა საავიაციო უნივერსიტეტის პიარმენჯერმა სოფო ჩადუნელმა.

გამოფენის პარალელურად დაიწყო პროფესიული წრეების არაერთი შეხვედრა, ახალი პროექტების პრეზენტაცია, საგანმანათლებლო სისტემაში ახალი ინიციატივების განხილვა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება.


გამოფენა 28 თებერვალს, 19:00 საათზე დაიხურება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary