ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“
01 ივლისი, 2013
ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, მათემატიკასა და ინფორმატიკაში თბილისის საერთაშორისო ცენტრისა და თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა "ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ" უკვე მესამედ ტარდება.
პირველად 2012 წლის ივლისში ჩატარდა, ხოლო მეორედ - 2013 წლის იანვარში. პროგრამა ორ კვირას გასტანს და ხუთ საფეხურს მოიცავს: "მოუსმინე", "გაიმეორე", "შეისვენე", " შენი ცოდნა გაუზიარე" და "ითამაშე".
პროექტი "ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ" ერთგვარი ხიდია მოსწავლეებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის და მიზნად ისახავს ცოდნის გაზიარებას, გაღრმავებას, ასევე აღქმის, ანალიზის, კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავება-გაუმჯობესებას.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობაზე სურვილი 500-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა, ამიტომ ორგანიზატორებმა კონკურსი ჩაატარეს და ქულობრივი მაჩვენებლების მიხედვით 40 მოსწავლე შეარჩიეს საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან. პროექტში მონაწილეობას ქართველ მოსწავლეებთან ერთად შვიდი თურქი სტუდენტიც მიიღებს.
მოსწავლეები, სტუდენტები და პროექტის ორგანიზატორები დღეს თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის და მიზნად ისახავს, მოსწავლეებს გააცნოს საუნივერსიტეტო იდეა. ეს პროგრამა სამომავლოდ დააინტერესებს ნიჭიერ ახალგაზრდებს, რათა სწავლა სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძონ. ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ თურქი სტუდენტების მონაწილეობით ამ პროექტმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა.
გორის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ მოსიაშვილი პროექტში უკვე მეორედ მონაწილეობს. "ამ პროექტში პირველად ზამთარში მივიღე მონაწილეობა. ამ სკოლის შესახებ მასწავლებელმა შემატყობინა. ძალიან მომეწონა და შემდეგ შაბათის ლექციებზეც დავდიოდი და როგორც წარმატებული მოსწავლე, ჩამსვეს ზაფხულის სკოლაშიც. ძალიან საინტერესო პროექტია" - გვითხრა თამარ მოსიაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary