ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სტუდენტებს შეხვდა
26 მარტი, 2015
ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სტუდენტებს  შეხვდა    ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ტედ ვაიტსაიდი ეწვია.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი იოსებ სალუქვაძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე, სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თსუ-ს, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, თავდაცვის აკადემიის კურსანტებსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო - ,,ნატოს თანამედროვე გამოწვევები და ნატო სწრაფად ცვალებად მსოფლიოში’’. 

,,ჩვენ გვესწრებიან სტუდენტები თსუ-დან, ილიაუნიდან, თავისუფალი უნივერსიტეტიდან და სხვა სასწავლებლებიდან. ჩვენთვის დიდი დღესასწაულია დღევანდელი ღონისძიება. ურთიერთობა ნატოსა და ჩვენს შორის ძალიან საინტერესოა’’- აღნიშნა რექტორის მოადგილემ პროფესორმა იოსებ სალუქვაძემ.

ტედ ვაიტსაიდმა შეკრებილ სტუდენტებს სიტყვით მიმართა: ,,დიდი სიამოვნებაა თქვენთან ყოფნა. ცოტას ჩემს შესახებ გეტყვით. ამაყი კანადელი ვარ, რომ ვმუშაობ ნატოში. მყავს ორი შვილი. მათი მშობლიური ენა ფრანგულია. თქვენ სტუდენტები ხართ და გინდათ, რომ კარგმა პროფესორებმა გასწავლონ. მინდა გითხრათ, რომ მომავალში რა იქნება არავინ იცის. ერთ დღეს საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რადგან ეს თქვენი გეგმის ნაწილია’’.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary