ტოლერანტობის იდეა და ლიტერატურა
27 მარტი, 2015
ტოლერანტობის იდეა და ლიტერატურა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში"ლევან გიგინეიშვილმა ლექცია წაიკითხა.

შეხვედრა სახელწოდებით - "ტოლერანტობის იდეა და ლიტერატურა" პროექტ "ტოლერანტობის სკოლის" ფარგლებში ჩატარდა.

მომხსნებელმა ტოლერანტობის საწყისების ჩასახვაზე ისაუბრა და ათენის მაგალითი მოიყვანა. მან ცნობილი განმანათლებლის სიტყვები გაიხსენა: "მე არ ვიზიარებ შენს აზრს, მაგრამ მზად ვარ მოვკდე იმისთვის, რომ შენ მისი გამოთქმის უფლება გქონდეს". მომხსენებლის აზრით, ტოლერანტობის იდეას ეს გამონათქვამი ნათლად ასახავს. იგი შეეხო რელიგიურ და ეთნიკურ ტოლერანტობასაც სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებული ყურადღება, ბუნებრივია, ქართულ ლიტერატურულ ტოლერანტობას დაუთმო.

"დავიწყოთ შუშანიკიდან. ჟანრის კლიშედან გამომდინარე, ეს ნაწარმოები ძალიან შეუწყნარებელია. თუმცა, გრიგოლ ხანძთელში უკვე ჩნდება ტოლერანტობის ნაპერწკლები. "ვეფხისტყაოსნის" ერთ–ერთი მთავარი იდეა ტოლერანტობაა. რომანტიკოსებიც ამავე შეხედულებების მატარებელნი იყვნენ. ტოლერანტობა ქართულ ლიტერატურაში პიკს მე–19 საუკუნეში აღწევს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ილია ჭავჭავაძის წერილი "ოსმალოს საქართველო" – თქვა ლევან გიგინეიშვილმა.

ბოლო ნაწილი, ტრადიციისამებრ, დისკუსიას დაეთმო. მას 50–ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა. როგორც ერთ–ერთმა მათგანმა ნანა მელიქიძემ აღნიშნა, ლევან გიგინეიშვილის ლექციაზე ნებისმიერ თემაზე სიამოვნებით ესწრება. "ძალიან განათლებული პიროვნებაა. გარდა ამისა, კრეატიულია. მოვლენას ყოველთვის საინტერესო კუთხით წარმოაჩენს ხოლმე. რთული სათქმელის ძალიან მარტივად გადმოცემა შეუძლია. სწორედ ამიტომ ესწრება მის ლექციებს ამდენი ადამიანი".

როგორც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორმა და ორგანიზატორმა ეკა ჭითანავამ აღნიშნა, მომავალი ლექცია სახელწოდებით - "კულტურა და ტოლერანტობა", რომელსაც ნუგზარ პაპუაშვილი წაიკითხავს, 3 აპრილს ამავე დროსა და ადგილზე გაიმართება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary