გაცვლითი კურსის ფორმირება
02 აპრილი, 2015
გაცვლითი კურსის ფორმირება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გიორგი ბაქრაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გამართა თემაზე - ,,გაცვლითი კურსის ფორმირება".

გიორგი ბაქრაძემ ისაუბრა შემდეგ საკითხებზე: რა არის ბიგ-მაკის ინდექსი? ფიქსირებული თუ მცურავი გაცვლითი კურსი? რა არის ოქროს სტანდარტი და რა კავშირი აქვს გაცვლით კურსთან? რატომ შეიძლება აწყობდეს ქვეყანას ეროვნული ვალუტის გაუფასურება?

,,შემოსავლის დაბალანსებისათვის საჭიროა სესხის აღება ლარში ანუ ეროვნულ ვალუტაში, ნომინალურია არა კურსის ცვლილება, არამედ ინფლაცია, გაცვლითი კურსი ერთი ვალუტის მიმართ გვიჩვენებს საერთაშორისო ვაჭრობის მხოლოდ ერთ წახნაგს. რაც შეეხება ბიგ-მაკის ინდექსს, ის პირველად 1986 წელს ჟურნალ "ეკონომიქსში" იქნა ნახსენები, ბიგ-მაკი წარმოადგენს სტანდარტული საქონლის გამოყენების მარტივ მაგალითს" - განმარტა გიორგი ბაქრაძემ.

მომხსენებლის თქმით, ოქროს სტანდარტი არის სისტემა, როცა ყველა ვალუტა მიმაგრებულია ოქროზე, ინგლისი იყო ყველაზე დიდი და მდიდარი ქვეყანა, ამიტომ პირველად აქ განხორციელდა ოქროს სტანდარტი, თუმცა, აქტუალურად მუშაობდა მხოლოდ პირველ მსოფლიო ომამდე. ამ სტანდარტის დადებითი მხარეა არსებული ვალუტის სტაბილურობა.
"როცა საუბარია ვალუტის ყოველდღიურ ცვლილებაზე, ხვალინდელი კურსის საუკეთესო პროგნოზად უნდა მივიჩნიოთ დღევანდელი კურსი" - განაცხადა გიორგი ბაქრაძემ.

,,ჩემთვის, როგორც მომავალი ეკონომისტისათვის მსგავსი სახის ლექციები დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რა ფაქტორებიდან გამომდინარე ხდება კურსის ცვლილება, რა სტანდარტებით შეიძლება ინფლაციის თავიდან აცილება, ეს ყველაფერი კი საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის დონეზე მოვისმინეთ ლექციაზე" - აღნიშნა მომავალმა ეკონომისტმა ელისო ჯორბენაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary