,,გალაკტიონობა 2015’’
08 აპრილი, 2015
  ,,გალაკტიონობა  2015’’   ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მთაწმინდის მთვარემ" წარმოადგინა სახალხო დღესასწაული, ლიტერატურული კონკურსის ,,გალაკტიონობა 2015"-ის პრეზენტაცია-კონცერტი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მამუკა ჩარკვიანი, ფრანი, ოთო ნემსაძე, ზვიად ბოლქვაძე, ნიკოლშოუ, მირზა მოდებაძე, ირმა სოხაძე, მალხაზ ხონელიძე, მიშა ზაქარიაშვილი, გიო ძამუკაშვილის ბენდი.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მთაწმინდის მთვარის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი უსამეთაშვილმა აღნიშნა: ,,იმართება ,,გალაკტიონობა 2015"-ის პრეზენტაცია, რომელიც კონცერტით გაიხსნება. ფესტივალის შესახებ ვიტყვი, რომ არის ერთ-ერთი დიდი ფესტივალი, რომელიც ოდესმე საქართველოში ჩატარებულა. მონაწილეობას ღებულობს 2400 სკოლა,  თითქმის ყველა უნივერსიტეტი, ასევე სხვა ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოეტები, მომღერლები. მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც რამდენიმე წელია ტარდება, თუმცა, წელს უფრო განსაკუთრებულ სახეს მიიღებს. დღეს ღონისძიების  გახსნაა და ვიწვევთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ. გვინდა, მივამსგავსოთ ისეთ დიდ ფესტივალებს, რომლითაც მსოფლიო ამაყობს. ეს ღონისძიება ყოველ წელს ტარდება, უბრალოდ მისი მასშტაბები წინა წლებში შედარებით მცირე იყო".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary