საჯარო ლექციები ახალგაზრდებისთვის
02 ივლისი, 2013
საჯარო ლექციები ახალგაზრდებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი" სტუდენტთა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მიღებას აცხადებს საჯარო ლექციებზე.
6 თვის განმავლობაში ახალგაზრდები დაესწრებიან ლექციებს, რომელთა თემებიც იქნება ადამიანის უფლებები, მათ შორის გამოხატვისა და რწმენის თავისუფლება, საკუთრების უფლება, აგრეთვე საზოგადოება და ეკონომიკური მდგომარეობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და სხვა.

პროექტის კოორდინატორის ნატა ძველიშვილის თქმით, ლექტორების დიდი ნაწილი იგივე იქნება, დაემატება რამდენიმე - "ესენი არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები, რომლებსაც შერჩეულ თემატიკაზე შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ".

კონკურსის წესით შეირჩევა 20 სტუდენტი. ისინი ასევე მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს: სტატიებს, ჩანაწერებს, ტოკ-შოუ "Lib Time"-ს, რომელიც ინტერნეტგადაცემა იქნება. პროექტი ხორციელდება National Endowment for Democracy (NED) -ის ფინანსური მხარდაჭერით.

"ჩვენი ლექციები საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, ამა თუ იმ საკითხზე სხვანაირად იფიქრონ, დაინახონ განსხვავებული მხარეები. ვფიქრობ, რომ, საბოლოო ჯამში, ეს ლექციათა ციკლი დაეხმარება ახალგაზრდებს მრავალმხრივი აზროვნების ჩამოყალიბებაში" – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ნატა ძველიშვილმა.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary