,,ერთი წიგნი ჩემს პატარა მეგობარს“
30 აპრილი, 2015
                                  ,,ერთი წიგნი  ჩემს პატარა მეგობარს“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ერთი წიგნი ჩემს პატარა მეგობარს" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებასაც იწყებს ,,მოხალისე სტუდენტთა ასოციაცია".

პროექტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება და შემოქმედებითი უნარის ხელშეწყობა მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებში. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მთავარი ამოცანაა, ბენეფიციარებს მიაწოდოს რაც შეიძლება მეტი წიგნი, რათა შეიქმნას საფუძველი წარმატებული მომავლისათვის.

როგორც "მოხალისე სტუდენტა ასოციაციის" თავმჯდომარემ თამარ კიკნაველიძემ აღნიშნა, პროექტის ,,ერთი წიგნი ჩემს პატარა მეგობარს" ანალოგი ღონისძიება რამდენიმე წლის წინ განახორციელეს:
,,პროექტის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ დაიბადა. თავიდან ჩვენი ორგანიზაცია, "მოხალისე სტუდენტთა ასოციაცია" პატარა გასართობი და შემეცნებითი პროგრამით ესტუმრა მცირე საოჯახო ტიპის სახლს. შემდეგში კი გაჩნდა იდეა, რომ ამ ბავშვებთან წიგნებიც ჩაგვეტანა და ბიბლიოთეკა გაგვეკეთებინა. პროექტს დიდი გამოხმაურება ჰქონდა და ბევრმა მოხალისემ მოგვაწოდა სხვადასხვა რეგიონიდან წიგნები. ჩვენც მოხალისეობრივად ვაგროვებდით ამ ყველაფერს და შეგროვებული წიგნები ბავშვებს ჩავუტანეთ. წელს გაგვიჩნდა იდეა, რომ ისევ გაგვეგრძელებინა ეს პროექტი ახალი ძალებით ახალ ადამიანებთან ერთად" - აღნიშნა მოხალისე სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ კიკნაველიძემ.

წლევანდელი პროექტი განთავსებულია საიტზე ertad.ge, სადაც ადამიანებმა ხმა უნდა მისცენ მას. გამარჯვების შემთხვევაში, რომელიც ხმათა უმრავლესობის მოპოვებას გულისხმობს, პროექტი დაფინანსდება. ორგანიზატორების თქმით, მოპოვებული თნხით შეძლებენ ტრანსპორტირების თანხის დაფარვასა და ბავშვებისათვის თექისა და სხვადასხვა მასალის ყიდვას, რაც მათ დაეხმარებათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი.

პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონის ოთხ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოეწყობა ბიბლიოთეკა. ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება და განხორციელდება შემაჯამებელი გასვლითი ტიპის ტური ბენეფიციარებისათვის, რაც მათი შემოქმედებითი უნარისა და შესაძლებობის გამოვლენას გულისხმობს. გასვლით ტურზე მცირე საოჯახო ტიპი სახლების აღსაზრდელების ნაკეთობების გამოფენა მოეწყობა:
,,ეს პროექტი არა მხოლოდ ბიბლიოთეკის მოწყობას, არამედ ბენეფიციარებისათვის გასვლითი ტურის განხორციელებასაც გულისხმობს, სადაც ბავშვები შეძლებენ თავიანთი უნარ-ჩვევების გამოვლენას. გვინდა, მათ დავეხმაროთ თვითრეალიზაციასა და განათლების მიღებაში" - აღნიშნა ორგანიზაცია ,,მოხალისე სტუდენტთა ასოციაციის" სტაჟიორმა ანა ვახტანგაძემ.

როგორც აღვნიშნეთ, პროექტის ,,ერთი წიგნი ჩემს პატარა მეგობარს" ანალოგი უკვე განხორციელდა. წლევანდელი კამპანია კი უფრო მასშტაბურია. პროექტის ფარგლებში წიგნების შეგროვება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაიწყება. კერძოდ თბილისში, რუსთვში, ბათუმში, ზუგდიდში, საჩხერეში, ქუთაისში, გორსა და ხაშურში. მოპოვებული წიგნები კი გორსა და ხაშურში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს გადაეცემათ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary