ქართული საჯარო სივრცის პრობლემა
15 მაისი, 2015
ქართული საჯარო სივრცის პრობლემა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - ,,ქართული საჯარო სივრცის პრობლემა". დასწრება ყველა მსურველს შეეძლო.

,,რატომ იწერება უწმაწური სიტყვები კედლებზე?" - ამ კითხვით დაიწყო მომხსენებელმა ლექცია. ზოგიერთმა დამსწრემ აღნიშნა, რომ ეს შინაგანი მდგომარეობის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა.

,,ასეთი ადამიანი საჯარო სივრცეს აღიქვამს საკუთრებად და ამიტომ წერს უწმაწურ სიტყვებს კედლებზე. ეს ყველაფერი იწყება 90-იანი წლებიდან ჰიპების გამოსვლით. ამერიკაში ბანდები საჯარო ქუჩებს საკუთარ ქუჩებად მოიხსენებდნენ. პიროვნებები, რომელთაც ეგონათ, რომ ქუჩა მათი იყო, ბილწსიტყვაობდნენ და მეზობლებს აკონტროლებდნენ. ადამიანს, რომელსაც ფული აქვს, უნდა, რომ გამოჩნდეს კიდეც" - განაცხადა ლევან ღამბაშიძემ. 

მომხსენებლის თქმით, შუა საუკუნეებში საჯარო სივრცეში დაწინაურებულნი იყვნენ ეკლესია, თავადები და მეფეები, არა გლეხები. მეფის კარზე სხვა პიროვნება მეფის აზრის მსგავს მოსაზრებას თუ გამოთქვამდა ხოლმე. 

"ვითარება სხვაგვარი იყო სსრკ-ს პერიოდში. ხელისუფალნი არც მალავდნენ, რომ ქალაქი თბილისი მათ საკუთრებაში იყო. ამას ადასტურებდა პარლამენტის შენობაზე გამოკვეთილი ურო და ნამგალი. 

დღევანდელი საჯარო სივრცე შეიცვალა და განათლებამ მოიპოვა უპირატესობა. ,,შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი" - ოთარ ჭილაძის ამ ფრაზას ხშირად შეხვდებით" - აღნიშნა ლევან ღამბაშიძემ.

მომხსენებელი შეეხო ვაკის პარკის პრობლემასაც: ,,ვაკის პარკში სასტუმროს აშენების გადაწყვეტილებით სახელმწიფომ გამოიყენა საზოგადოების სივრცე".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary