Paint for Georgia
27 მაისი, 2015
Paint for Georgia ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"Paint for Georgia" (დახატე საქართველოსთვის) - ასე ჰქვია საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალს, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოში, კერძოდ კი, ქალაქ მცხეთაში.

პროექტის მხარდამჭერია კულტურის სამინისტროსთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტი. ღონისძიება წელს მესამედ ტარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის 15 საუკეთესო მხატვარი მონაწილეობს. მათ შორის არიან: კანადელი, ინგლისელი, იტალიელი, ეგვიპტელი, ინდოელი და პოლონელი მხატვრები, რომლებიც პროექტ ,,Paint for Georgia"-თან უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობენ.

,,იყო იმის სურვილი, რესურსი და პოტენციალი, რომ ისეთი ფესტივალი, როგორიც საზღვარგარეთის ქვეყნებში ძალიან ბევრია, ჩვენთანაც ჩატარებულიყო. ამიტომ გადავწყვიტეთ ,,Paint for Georgia"-ს ჩატარება. მასში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ უცხოელ მხატვრებს" - გვითხრა პროექტის ორგანიზატორმა გიორგი ტაბლიაშვილმა.

პროექტ ,,Paint for Georgia"-ში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ორგანიზატორები კონკურსის შედეგად, აპლიკაციებით შეარჩევენ მასში მონაწილე მხატვრებს. დაინტერესებული ადამიანების რიცხვის გაზრდის გამო, არც იმას გამორიცხავენ, რომ პროექტი უფრო მასშტაბური გახდეს და გარდა მცხეთისა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც განხორციელდეს.

ორგანიზატორების თქმით, ,,Paint for Georgia"-ს ერთ-ერთი მიზანი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაა.

,,საქართველოს პოპულარიზაცია უცხოეთში, ახალი კონტაქტების დამყარება, სამომავლო პროექტებისთვის საფუძვლის ჩაყრა, გაცვლითი პროგრამებისა და უცხოელი მხატვრების უკეთ გაცნობა ქართველი დამთვალიერებლებისთვის - ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი" - აღნიშნა გიორგი ტაბლიაშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary