,,არქიტექტურა არარატის ფონზე“
01 ივნისი, 2015
                     ,,არქიტექტურა არარატის ფონზე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,არქიტექტურა არარატის ფონზე" - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოადგინეს 2015 წლის 23-26 აპრილს სომხეთში განხორციელებული სტუდენტური ექსპედიციის ამსახველი ფოტოები.

,,ძალიან საინტერესოა, როდესაც ხედავ შედეგს. პირველად დააფინანსა უნივერსიტეტმა მსგავსი ტიპის შემეცნებითი პროექტი. გვინდოდა, ჩვენს სტუდენტებს საკუთარი თვალით ენახათ ის, რასაც წიგნებში კითხულობენ და სემინარებზე ესმით. მიუხედავად იმისა, რომ ექსპედიციაში სულ 5 მაგისტრანტი მონაწილეობდა, ამბავი საინტერესოდ ჩამოიტანეს" - აღნიშნა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ.

ღონისძიება თსუ-ს ხელოვნების ინსტიტუტის მაგისტრანტების ინიციატივით გაიმართა.

,,ეს პროექტი უნივერსიტეტმა დაგვიფინანსა, რომლის ფარგლებშიც ექსპედიცია გაიმართა სომხეთში. ექსპედიციის ფარგლებში სომხეთში მდგარ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ფოტოები გადავუღეთ და დღეს სწორედ ეს ფოტოები არის წარმოდგენილი" - გვითხრა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თინათინ ყიფიანმა.

გამოფენას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

,,ჩემი მეგობრის ინიციატივით მოვედი გამოფენაზე და ძალიან მომეწონა გამოფენილი ფოტოები. ბევრი რამ გავიგე მეზობელი ქვეყნის კულტურულ ძეგლებზე და სურვილი გამიჩნდა, საკუთარი თვალით ვნახო თითოეული მათგანი" - აღნიშნა სტუდენტმა ქეთი უგულავამ.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary