სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტის გახსნა თსუ-ში
03 ივნისი, 2015
სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტის გახსნა თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტი გაიხსნა.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

,,თსუ-ში 2015 წელი ცნობილი ქართველი არქიტექტორის, სვიმონ კლდიაშვილის წლად გამოცხადდა, რადგან უნივერსიტეტის შენობის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა. მისი ბიუსტის გახსნა კი წარსულის გახსენებაა" - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

საიუბილეო წლის განმავლობაში დაგაგმილია სხვადასხვა ღონისძიება: სვიმონ კლდიაშვილის არქიტექტურული ნამუშევრების ფოტოგამოფენა და ფოტოალბომის მომზადება; სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით - ,,სვიმონ კლდიაშვილის არქიტექტურა და თანამედროვე გამოწვევები"; დოკუმენტური ფილმი სვიმონ კლდიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

,,დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თსუელისთვის. ვფიქრობ, ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს სვიმონ კლდიაშვილის შესახებ, რადგან მისი ძალისხმევის დამსახურებაა ის, რომ ჩვენი უნივერსიტეტის შენობა ასე გამოიყურება" - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინო ხურცილავამ.

შეგახსენებთ, სათავადაზნაურო გიმნაზიის მთავარი შენობის მშენებლობა ცნობილმა არქიტექტორმა სვიმონ კლდიაშვილმა 1900 წელს დაიწყო და 1906 წელს დაასრულა. 1918 წელს გიმნაზიის შენობის ნაწილში გაიხსნა პირველი ქართული და კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი. 1920 წლიდან მთელი შენობა უნივერსიტეტს დაეთმო.









გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary