სასტუმრო ზუგდიდში სოციალურად დაუცველი და დევნილი სტუდენტებისთვის
25 ივნისი, 2015
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია დასრულდა და ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს მიიღებს.

სასტუმრო ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

ზუგდიდის უნივერსიტეტში 1000-მდე სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას. სტუდენტთა 40%-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და აფხაზეთიდან დევნილია, პირველ რიგში, სწორედ მათ მოემსახურება უფასოდ  საერთო საცხოვრებელი. აქ იცხოვრებენ ასევე გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უცხოეთიდან ჩამოსული პროფესორები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary