გერმანულენოვანი სახელმძღვანელოების ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია
30 ივნისი, 2015
გერმანულენოვანი სახელმძღვანელოების ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული სახელმძღვანელობის - რაინერ კლუმპის "ეკონომიკური პოლიტიკა: მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები" და გიუნტერ ფალტინის "გონება ამარცხებს კაპიტალს" ქართულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ-ს პროფესორი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკუკლტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას განცხადებით: "უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო ლიტერატურით უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. უკვე რამდენიმე სახელმძღვანელო ითარგმნა, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი სტუდენტები ემზადებიან. ასეთ სახელმძღვანელოთა რიცხვს მიეკუთვნება სახელმძღვანელოები ეკონომიკურ პოლიტიკასა და მეწარმეობაზე. ასე რომ, ახალი სასწავლო წლისთვის ჩვენი სტუდენტები ახალ სახელმძღვანელოს მიიღებენ".

"თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრამ სტუდენტებისთვის შეარჩია დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული ორი სახელმძღვანელო: ერთი ეხება ეკონომიურ პოლიტიკას, მეორე - მეწარმეობას. რაინერ კლუმპის "ეკონომიკური პოლიტიკა: მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები" ყველა სხვა სახელმძღვანელოებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი სრულყოფილად, ინტეგრირებულად ასახავს ეკონომიკური პოლიტიკის მთელ პრობლემატიკას. გიუნტერ ფალტინის "გონება ამარცხებს კაპიტალს" თამამად შეიძლება ვუწოდოთ დამწყები მეწარმეებისთვის სამეწარმეო გაზაფხულის დადგომა" - აღნიშნა თსუ პროფესორმა, თარგმანის ერთ-ერთმა სამეცნიერო რედაქტორმა რევაზ გველესიანმა. 

დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში აპრობირებული ეკონომიკური პოლიტიკის სახელმძღვანელოს ავტორია ცნობილი გერმანელი მეცნიერი, მაინის ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ამჟამად ლუქსემბურგის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი რაინერ კლუმპი. 


მეწარმეობის შესახებ დღეისათვის ევროპაში ყველაზე წარმატებული წიგნის – ,,გონება ამარცხებს კაპიტალს" – ავტორია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ლეგენდარული Teekampagne-ის დამფუძნებელი გიუნტერ ფალტინი.

სახელმძღვანელო გამოიცა თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით მოქმედი სახელმძღვანელოების თარგმანის საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში და დაიბეჭდა თსუ სტამბაში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary