ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება
10 ივლისი, 2015
ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წყლის რესურსების მართვის ქართულ-ავსტრიულ პროექტს იწყებს.

პროექტის ფარგლებში ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება თავისი სრულფასოვანი კვლევითი/საექსპერიმენტო ბაზით. პროექტის თაობაზე თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკება მიმდინარეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ავსტრიის მთავრობას შორის. შესაბამისად, ლაბორატორიის შექმნასა და აღჭურვაში ქართულ მხარეს დახმარებას ავსტრიის მთავრობის მიერ შერჩეული ავსტრიული კომპანია Bilfinger VAM Anlagentechnik GmbH გაუწევს, რომელსაც ანალოგიური პროექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს განხორციელებული.

პროექტის მიზნები და ამოცანები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა დღეს ვიცეპრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს; ვიცეპრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს; ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს გააცნეს.

ლაბორატორიის საქმიანობა მსოფლიო გამოცდილებაზე, უახლეს მეცნიერულ მიღწევებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე იქნება დაფუძნებული. გამოიყენებენ თანამედროვე გამოთვლით სიმულაციურ მეთოდებს, ფიზიკურ მოდელირებასა და ნატურულ დაკვირვებებს. ლაბორატორიაში სამუშაოდ მიწვეულნი იქნებიან სპეციალისტები ავსტრიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან.

ლაბარატორიას ექნება 3 გამოკვეთილი ფუნქცია: სწავლება, კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება. სწავლება მოხდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ლაბორატორია იმუშავებს წყლის რესურსების მართვის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, ჰიდროტექნიკური და ინფრასტრუქტურული ნაგებობებით გარემოზე ზემოქმედების რისკებისა და მოსალოდნელი შედეგების შესწავლა -ანალიზზე, მათი თავიდან აცილებისა და მართვის მეცნიერული საფუძვლების შექმნაზე. გარდა ამისა, ლაბორატორია პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე, აღნიშნული სფეროებით დაინტერესებულ ინვესტორებს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მსხვილი პროექტების გახორციელებისას, როგორებიც არის ავტობანი, ანაკლიის პორტი, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და სხვა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary