„დროებითი პავილიონი ან Pop-up Space ურბანულ გარემოში“
20 ივლისი, 2015
„დროებითი პავილიონი ან Pop-up Space ურბანულ გარემოში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სექტემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში ვორკშოპს აწყობს. პროექტის მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა. ვორკშოპის მიზანია ახალგაზრდა თაობამ გააცნობიეროს “მწვანე” არქიტექტურის ფილოსოფია, გაითვალისწინოს ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრინციპები, გაუფრთხილდეს და დაიცვას არსებული რესურსები.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს არქიტექტურის და საინჟინრო მიმართულების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს.

ვორკშოპის დასრულების შემდეგ მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა. საუკეთესო ნამუშევრები დაიბეჭდება კრებულის სახით. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

დაინტერესებულ სტუდენტებს CV და პორტფოლიო (5 ნამუშევარი) შეუძლიათ გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: popupcity@iliauni.edu.ge

წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე 20 სტუდენტი შეირჩევა.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აგვისტო.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary