სტაჟირების ახალი პროგრამა - „დაიწყე კარიერა“
26 ნოემბერი, 2015
სტაჟირების ახალი პროგრამა - „დაიწყე კარიერა“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის მერიის თანამშრომლებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრა სტაჟირების ახალი პროგრამის შესახებ - "დაიწყე კარიერა".

პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის შექმნას დედაქალაქში მცხოვრები სტუდენტებისთვის.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ, სტაჟირება გაიარონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებში. სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვით განისაზღვრება და არის არაანაზღაურებადი.

ამ ეტაპზე პროექტის პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხდება და პროექტის ეს ნაკადი ითვალისწინებს 600 სტუდენტის სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებით. ინიციატორი თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძეა.

სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნება, სპორტი, განათლება, ვეტერინარია, სამართალი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, მედიცინა, არქიტექტურა, მშენებლობა, ბიზნესის ადმინისტრირება, საინჟინრო მეცნიერება, ტექნოლოგია, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებები.

სტუდენტების გადარჩევა მოხდება GPA-ს საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზე ნაკლები) და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის წევრ სტუდენტებს.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
შეგახსენებთ, რომ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია 17 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით 24:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: http://tbilisi.gov.ge/page/246



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary