„ქართველ მთიელთა ადათი და სამართალი“-ს პრეზენტაცია
26 ნოემბერი, 2015
„ქართველ მთიელთა ადათი და სამართალი“-ს პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში ალექსანდრე გრიგოლიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის სახელწოდებაა "ქართველ მთიელთა ადათი და სამართალი". ის გამოსცა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობამ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ინიციატივით. გამოცემა კახა ბენდუქიძეს მიეძღვა, რომელიც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის კოორდინატორ ანი მილაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად მიიჩნევდა წიგნის თარგმნას.

,,გამოცემა მიეძღვნა კახა ბენდუქიძეს, რომელიც ამ წიგნის თარგმნას აუცილებლობად მიიჩნევდა, ამიტომ ხელი შეუწყო მის გამოქვეყნებას. კახა ბენდუქიძემ მთარგმნელობის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა და ასევე უშუალოდ მის მიერაა შერჩეული რედაქტორი" - თქვა ანი მილაშვილმა.

წიგნის მთარგმნელები არიან ეკა ლომთათიძე და ლაშა ჭოჭუა, რედაქტორი - მერაბ ღაღანიძე, ხოლო გამომცემლობის კოორდინატორი ანა მილაშვილია. კონსულტანტები არიან: ლალი ეზუგბაია, ზურაბ კიკნაძე და ნათია ხანთაძე. რაც შეეხება დიზაინს, ის ნატალია ღლონტმა შექმნა.

პროფესორ ზურაბ კიკნაძის თქმით: "ქართულმა ეთნოგრაფიულმა ლიტერატურამ შეიძინა წიგნი, რომელიც არამხოლოდ დამწყებთათვის, ახალგაზრდებისთვის, არამედ ბევრი მკვლევარისთვის იქნება სამაგიდო წიგნი".

აღსანიშნავია, რომ ნაშრომის ორიგინალი ინგლისურად გამოაქვეყნა პენსილვანიის უნივერსიტეტმა 1977 წელს. ალექსანდრე გრიგოლიას აკადემიური საქმიანობა პენსილვანიის უნივერსიტეტს უკავშირდება, სადაც მან ბერლინსა და პარიზში სწავლის შემდეგ განსწავლაც დაასრულა, ხოლო შემდგომ იყო კოლეჯის ლექტორი და უნივერსიტეტის პროფესორი. ამ დროისათვის საქართველოში ქართველ მთიელთა ადათსა და სამართალზე ყველაზე სრულყოფილ ცნობებს სწორედ მისი წიგნი გვაწვდის.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary