„შეჭამე ბაყაყი“
06 დეკემბერი, 2015
„შეჭამე ბაყაყი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი "შეჭამე ბაყაყი".

სახელწოდება აღებულია ბრაიან თრეისის წიგნის სათაურიდან, რომელიც დროის მენეჯმენტს შეეხება.
დღეს დროის მენეჯმენტის სრულყოფილად ფლობა საქმიანი ადამიანისთვის ისევე აუცილებელია, როგორც დაწყებითი განათლების მიღება. დროის მენეჯმენტი ნიშნავს სამუშაო დროის ეფექტურად მართვას და გეგმის დალაგებას მისი მაქსიმალური ხარისხით შესრულებისთვის.

ტრენინგი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გარდა თეორიული მასალისა, შედგებოდა სხვადასხვა სიმულაციური თამაშის, სიტუაციური ამოცანისა, პრეზენტაციისა და ჯგუფური დავალებისაგან. მთავარი თემა დროის მაქსიმალურად გამოყენებას შეეხებოდა, რასაც, ბუნებრივია, მივყავართ სასურველ შედეგამდე.

ტრენინგს უძღვებოდნენ ტრენერები: გიორგი ხორბალაძე და ვერიკო ბაზალი.
ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმ საკითხებზე, რაც ხელს გვიშლის დროის ეფექტურად და სწორად გადანაწილებაში.
ტრენერის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ახალგაზრდებს აქვთ გაურკვეველი მიზნები, მათი სურვილები დაულაგებელია, სწორედ ამიტომ ეს იწვევს ქაოსს. აუცილებელია, ჩვენი მიზნები პრიორიტეტების მიხედვით დავალაგოთ. ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სასწრაფო, მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი მიზნები.

"მიზნის დასახვა, მისი დროით ჩარჩოში მოქცევა და მოქმედება - ის ეტაპებია, რაც აუცილებლად უნდა გაიაროს იდეამ განხორციელებამდე. შეუძლებელია წარმატების მიღწევა თანმიმდევრულობის გარეშე. ამიტომ, ჩემი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ნათელი გავხადოთ ჩვენი მიზნები, გამოვკვეთოთ გზა, რაც უნდა გავიაროთ ამ მიზნის მისაღწევად, არ დაგვავიწყდეს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მოქცევა და, რაც ყველაზე მთავარია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა" - განაცხადა ტრენერმა გიორგი ხორბალაძემ.

ტრენინგი საინტერესო, ინტერაქციული ხასიათის, შემეცნებითი და პროდუქტიული აღმოჩნდა სტუდენტებისთვის.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary