შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან
10 დეკემბერი, 2015
შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხდომა ჩატარდა.

სტუდენტებისა და პროფესორების წინაშე მოხსენებით წარდგა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

მომხსენებელმა განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების მდგომარეობის აქტუალური საკითხები საქართველოში.

"დღეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს მთელი ცივილიზებული სამყარო, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მოგვეწვია ქართული მართლმსაჯულების საჭეთმპყრობელი ნინო გვენეტაძე. კანონის უზენაესობა ქვეყნის სიმტკიცის უმთავრესი ნიშანია. მნიშვნელოვანია, როგორი პოლიტიკური სისტემაა ქვეყანაში. მოხარული ვარ, რომ ნინო გვენეტაძე არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე" - განაცხადა ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა მინდია უგრხელიძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიმოიხილა ქართული სამართლებრივი კულტურა და ისაუბრა იმ პერიოდზე, როცა ქართველმა იურისტებმა სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმების კომიტეტი ჩამოაყალიბეს და მოახდინეს ადამიანთა უფლებების რეალიზება.

"კანონის უზენაესობა და სასამართლოს, როგორც ავტორიტეტული ადგილის დამოუკიდებლობა, აუცილებლად დაცული უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის არსებობის პირობებში. მართლმსაჯულება ყოველთვის უნდა იყოს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული. ქართულ სასამართლო სისტემაში ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, დღის წესრიგში დგას მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, რაც საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებასა და სასამართლოს პრესტიჟის გაზრდას შეუწყობს ხელს" - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary