სტუდენტებს ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრათ
05 ივლისი, 2013
სტუდენტებს ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრათ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 ივნისს დაკავებული სტუდენტების ნიკოლოზ ჩომახაშვილისა და თორნიკე ჩიქოვანის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მოსამართლე კობა გოცირიძემ სტუდენტებს 150-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 1000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. სტუდენტები განათლების კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდნენ. პოლიციამ ისინი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ბანერის განთავსებას ცდილობდნენ პირველი სკოლის წინ მდებარე ილიასა და აკაკის ძეგლზე.
სასამართლო პროცესი 10 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, დაგვიანებით დაიწყო. მოსამართლემ ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე. ადვოკატ გიორგი ონიანის განცხადებით, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, როცა პოლიციელის ცემისთვის - 100 ლარით, ხოლო ძეგლზე ბანერის განთავსების მცდელობისთვის 1000 ლარით აჯარიმებენ. ნიკოლოზ ჩომახიშვილის თქმით კი, ეს არ იყო კანონდარღვევა, რადგანაც მათ არ იცოდნენ, რომ ეს კულტურული მნიშვნელობის ძეგლი იყო და ბანერი არც კი განუთავსებიათ მასზე - "ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომლის საშუალებითაც ვცდილობდით ჩვენი პოზიციის გამოხატვას. რა თქმა უნდა, ვაპირებთ გასაჩივრებას, კანონის ფარგლებში ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, ჩავრთავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary