კონკურსი ახალგაზრდებისთვის
29 აპრილი, 2021
კონკურსი ახალგაზრდებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სადაც არ უნდა ცხოვრობდე და მუშაობდე, თუ ახალგაზრდა ხარ, ფოტოებს იღებ და ფოტოისტორიების მომზადება შენი პროფესიის ნაწილი თუ არა ჰობი მაინც არის, ეს გზავნილი შენთვისაა.

მოგვაწოდე ფოტოისტორიები, თუ გაინტერესებთ: სოციალური თემატიკა, ეკოლოგია, ახალგაზრდები, კულტურა, განათლება, ადამიანის უფლებები და ზოგადად, საზოგადოებრივი საკითხები, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია.

გამარჯვებულსაც გამოვავლენთ და ფულად ჯილდოს პირველ და მეორე ადგილზე გასულ ახალგაზრდებს გადავცემთ, 600 ლარისა და 300 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა).

ჩვენ მასალას მხოლოდ ერთი დათქმით მივიღებთ, მომზადებული ნამუშევარი სიძულვილის ენას არ უნდა შეიცავდეს, ასევე, პოლიტიკოსების, პოლიტიკური აქტივისტებისა და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს არ უნდა ატარებდეს.

გამოგვიგზავნე ფოტოისტორია ელექტრონულ ფოსტაზე 3-ზე მეტი ფოტოთი და ნახევარგვერდიანი ტექსტით მაინც. მოგვიყევი ამბავი, რომელიც გინდა, რომ სხვებმაც იცოდნენ.

ელექტრონულ ფოსტაზე - tavisupalia@gmail.com ფოტოისტორიასთან ერთად მობილურის ნომერიც მოგვაწოდე, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგეხმიანოთ. ასევე, მასალის გამოგზავნისას ასაკიც მიუთითე.დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერე და ვეცდებით, ოპერატიულად გამოგეხმაუროთ.

ჩვენი გვერდი ფეისბუკზე - https://www.facebook.com/TavisupaliAsotsiatsia/

ნამუშევრები 25 სექტემბრამდე მიიღება.

გამოგზავნილი ფოტოისტორია რომელიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული არ უნდა იყოს.

პროექტს "ფოტოისტორიები "რეგიონიდან"" თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჩვენს ვებსა თუ სოციალურ გვერდებზე არაერთ საინტერესო ფოტოამბავს გადაეყრებით.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary