შეგახსენებთ, რომ პოლიციამ "დინამო არენასთან" "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავა, რომლებიც თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ მატჩზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა - "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე". ასევე, მათი თქმით, პოლციელებმა გოგონებს მსუბუქი დაზიანება მიაყენეს და პლაკატები ჩამოართვეს.
"თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს - მათ ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ.
პროცესზე დასასწრებად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: შოთა მალაშხია, ჩიორა თაქთაქიშვილი და დავით საყვარელიძე მივიდნენ. საქმეს მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე განიხილავდა.
სასამართლო სხდომა 10 ივლისს 17 საათზე გაგრძელდება.