სასამართლომ "თავისუფალი ზონის" ახალგაზრდებს ჯარიმის გადახდა დააკისრა
10 ივლისი, 2013
სასამართლომ "თავისუფალი ზონის" ახალგაზრდებს ჯარიმის გადახდა დააკისრა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის საქალაქო სასამართლოში დათო გოგოხიას, ლაშა რუხაიასა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი  გაიმართა.

სასამართლომ ბრალდებულებს 400-400-ლარიანი ჯარიმა ადმინისტრაციული სახდელის სახით დააკისრა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის კობა ხაბაზის თქმით, ეს ახალგაზრდები პატრიოტები არიან და ისინი პოლიციამ მხოლოდ იმის გამო დააპატიმრა, რომ თქვეს, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა-ო. "მეც ვამბობს ამას და მეც დამაპატიმრეთ. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და აუცილებლად გავასაჩივრებთ"- აღნიშნა კობა ხაბაზმა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ირაკლი ჩხვირკიას თქმით, "მაშინ, როდესაც რუსი დეპუტატები, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტები, რესტორანში ქართულ სუფრასთან ქეიფობდნენ, ჩვენ, ქართველი ვაჟკაცები და პატრიოტები ციხეში ვისხედით. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო, სიმართლე გითხრათ, ადმინისტრაციული პატიმრობისთვისაც ვიყავი მზად. არც 400-ლარიანი ჯარიმაა პრობლემა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემს საქციელს როგორ შეაფასებენ დედაჩემი, ჩემი მეგობრები და ჩემი თანამემამულეები. ამ განაჩენს კი აუცილებლად გავასაჩივრებთ" - განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ "დინამო არენასთან" არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავა, რომლებიც თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ მატჩზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე". ასევე, მათი თქმით, პოლციელებმა გოგონებს მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს და პლაკატები ჩამოართვეს. 

"თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს. მათ ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary