ლექცია საზღვარგარეთ განათლების მიღების შესახებ
12 ივლისი, 2013
ლექცია საზღვარგარეთ განათლების მიღების შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე - "საზღვარგარეთ განათლების მიღებისა და დაფინანსების მოპოვების წარმატებული მეთოდები".
ლექცია ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართა და მას თამარ ღონღაძე უძღვებოდა. ლექციას, ძირითადად, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის ის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ გეგმავენ.

თამარ ღონღაძემ უამრავ დეტალზე ისაუბრა, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ევროპასა და ამერიკაში მაგისტრატურის გავლის მსურველთათვის. სტუმარმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებს, ყურადღება გაამახვილა CV-სა და სწორად დაწერილ სამოტივაციო წერილზე, ასევე ხაზი გაუსვა რეკომენდაციების მნიშვნელობას, სამუშაო გამოცდილებას, GPA-სა და ისიც აღნიშნა, რომ ახლა პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. "ჩვენი თაობა განსხვავებული იყო, თქვენთან ბევრად მეტი მოტივაცია და კონკურენციაა, შესაბამისად, ორმაგი ძალისხმევა და მონდომება გჭირდებათ" - განაცხადა თამარ ღონღაძემ. მან ასევე ისაუბრა დაფინანსების წყაროებზე, როგორ უნდა მოიპოვონ სტუდენტებმა ის და ამის რა რესურსია ჩვენს ქვეყანაში. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ყველა დასმულ შეკითხვაზე. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ანა რეხვიაშვილის თქმით, მისი ოცნება ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლაა და ამ შეხვედრიდან ძალიან საჭირო, პრაქტიკული და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო, რომლიც დაეხმარება ოცნების ასრულებაში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary