საჯარო დისკუსია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის ოფისში
15 ივლისი, 2013
საჯარო დისკუსია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის ოფისში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის ოფისში (dw international) საჯარო დისკუსია ჩატარდა თემაზე „ქალაქგანვითარების პრობლემები - ვინ და ვისთვის ქმნის ურბანულ სივრცეს?”.
dw international ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს საჯარო დისკუსიებს სხვადასხვა თემაზე. დისკუსიის მიზანი არის საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული თემების ჩამონათვალი, მაგრამ თუ წამოიწია სხვა თემამ, შეგვიძლია, გადავანაცვლოთ, ან ერთი თემა ამოვიღოთ და შევცვალოთ მეორეთი. თემებს ვარჩევთ იმის მიხედვით, თუ რამდენად აქტუალურია“ – განაცხადა საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილემ ლიკა კაციტაძემ.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქთმგეგმარებელმა ზურაბ ბაქრაძემ და პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ. ღონისძიებას მოდერირება გაუწია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წევრმა დავით ჯიშკარიანმა.

ლიკა კაციტაძის თქმით, დისკუსიაში მონაწილეობა ადამიანს საშუალებას მისცემს, ინფორმაცია მიიღოს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. „გამოხატოს საკუთარი აზრი, მოისმინოს სხვების მოსაზრებები და გააკეთოს შესაბამისი დასკვნა. ასევე ჩვენ ძალიან მკვეთრად დაცული ფორმატი გვაქვს. გვყავს ორი მოწინააღმდეგე მხარე, ერთი - სახელმწიფო პოზიცია, ხოლო მეორე - ოპოზიცია“ – განაცხადა ლიკა კაციტაძემ.

„ჩვენი ძირითადი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოებას თითქოს სძინავს, ანუ თავისი გარემოსადმი არ არის ფხიზელი და სივრცითი მოწყობა ინსტიტუციურად არის მოშლილი“ – განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ფართო საზოგადოებიდან მიწვეულმა სტუმრებმა. პროექტის პარტნიორები არიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU).
.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary