სიძულვილის ენა მედიაში
18 ივლისი, 2013
სიძულვილის ენა მედიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში "მედიის განვითარების ფონდის" ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე - "სიძულვილის ენა მედიაში".

დისკუსიაზე, ძირითადად, ახალგაზრდა ჟურნალისტები იყვნენ მიწვეულები. ორგანიზატორებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს მონიტორინგის შედეგები, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ აშუქებდა ქართული მედია უმცირესობების თემატიკას ამ წლის მარტი-ივნისის განმავლობაში. ყურადღება იყო გამახვილებული 17 მაისის ხმაურიან აქციასა და თეთრიწყაროს ინციდენტზე. ორგანიზატორების განცხადებით, სიძულვილის ენა უკავშირდება ჰომოფობიასა და ქსენოფობიას და მისი ტირაჟირება ხდება მასმედიით, სრულიად გააზრებულად. იყო მაგალითები ისეთი ქართული გაზეთებიდან, როგორებიცაა: "ასავალ-დასავალი", "ქრონიკა", "ალია" და სხვ. ასევე პარალელი იყო გავლებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან. პრეზენტატორებმა განიხილეს რამდენად დიდია მედიის გავლენა ადამიანის ცნობიერებაზე და ვინ განაგებს მედიას. ეკლესიის როლი გამოიკვეთა და მათი განცხადებით, დღეს ყველა მედიასაშუალება საპატრიარქოს უწევს ანგარიშს.


ძირითადად, მედია დადანაშაულებული იყო 17 მაისის მოვლენების არასწორად გაშუქებაში, ხოლო სამთაწყაროს მოვლენები საერთოდ არ იყო სათანადოდ გაშუქებული. მათ ისაუბრეს პრობლემის გადაჭრის ხერხებზეც და აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი განათლება ამ მხრივ აუცილებელია, რათა შემცირდეს ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ მედიასაშუალებებზე მოთხოვნა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary