აუტიზმის საზაფხულო სკოლა
22 ივლისი, 2013
აუტიზმის საზაფხულო სკოლა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრმა წელს მესამედ უმასპინძლა აუტიზმის საზაფხულო სკოლას.
ლექციებს გაუძღვებიან ცენტრალური კალიფორნიის ქ. ფრენსოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ამანდა ადამსი და ამავე ცენტრის პროფესორი მერიენ ჯექსონი. 

"ყოველ წელს ვესწრები ტრენინგს, რადგან ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ თეორიული ნაწილი ყველასთვის მნიშვნელოვანია და მეორეც - კონკრეტულ ბავშვზე, კონკრეტულ პრობლემაზე ხდება ყურადღების გამახვილება. ბევრი ვისწავლე ამ ტრენინგებიდან. ყველა საჭირო კითხვაზე გპასუხობენ და ამით შენ იზრდები. მათ აქვთ დიდი გამოცდილება და ვიდრე კითხვას დასვამ, მათ უკვე იციან, რა გაინტერესებს. თუ გაგვიჩნდა კითხვები, ჩვენ შეგვიძლია მივწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე და ისინიც გვიპასუხებენ" – განაცხადა წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორმა სალომე მაზმიშვილმა.

ამ დღეების განმავლობაში საუბარი იქნება ბავშვების უსაფრთხოებაზე, მათ ქცევებზე, მეტყველებაზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ მათთან თერაპევტებმა და სუპერვიზორებმა, ასევე მშობლებმა და მასწავლებლებმა. პროფესორები ყურადღებას გაამახვილებენ დეტალებზე. დასწრების მსურველებს უნდა ჰქონდეთ საბაზისო ცოდნა ქცევით თერაპიაში აუტიზმის დროს.

"პირველად დავესწარი და ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი ძალიან დამეხმარება ბავშვებთან მუშაობაში, რადგან საკმაოდ კარგად ხსნიან და ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავად გვპასუხობენ. პირველი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედია, ეს ტრენინგები გაგრძელდება ხოლმე " – განაცხადა თერაპევტმა თამთა სურგულაძემ.

საზაფხულო სკოლა 22 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მისი თეორიული ციკლი 09:00-დან 12:00სთ-მდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, ხოლო პრაქტიკული ნაწილი ნებადართული იქნება მხოლოდ წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრის თანამშრომლებისათვის.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary