''ჯანსაღი თაობა'' მზიურის პარკში
22 ივლისი, 2013
 ''ჯანსაღი თაობა'' მზიურის პარკში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მზიურის პარკში მდებარე საკალათბურთო მოედანზე მ.პ.გ ''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ღონისძიება გამართა სახელწოდებით ''ჯანსაღი თაობა''.

''ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ერთხელ უკვე ჩავატარეთ ველომარათონი. ჩვენი თაობის წარმომადგენლებში პროპაგანდა გაეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამით ჩვენ უარს ვეუბნებით თამბაქოსა და ნარკოტიკს" - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა ნუცა ჯოხაძემ.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის მოთამაშეებმა ქუჩის კალათბურთი ითამაშეს. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ღონისძიებას მუსიკალურად დიჯეი ბექა აფორმებდა.

მზიურის პარკში პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ  მ.პ.გ ''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, მათი მხარდამჭერები და სტუდენტები.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary