ესპანელი პროფესორი აფხაზეთის დემოგრაფიულ ვითარებაზე
30 ივლისი, 2013
ესპანელი პროფესორი აფხაზეთის დემოგრაფიულ ვითარებაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სემინარი გაიმართა საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებზე.

მიწვეული იყო სალამანკის უნივერსიტეტის პროფესორი ხოსე ანტონიო ორტეგა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სემინარში და განიხილა აფხაზეთის დემოგრაფიული ვითარება. კონკრეტულად საუბარი იყო შობადობის დინამიკაზე, რა ფაქტორებმა განაპირობეს გარდაცვალება, მიგრაციის საკითხები და ა.შ.

''მოსკოვში საერთაშორისო კონფერენციაზე მოვისმინე მისი მოხსენება აფხაზეთის დემოგრაფიულ განვითარებაზე, გავაკეთე რაღაც შენიშვნები და შემდეგ მან მოისურვა მოხსენების გაკეთება ჩვენს ქვეყანაში. მეც ვიფიქრე, რომ უცხოელის ხედვა აფხაზეთის დემოგრაფიულ ვითარებაზე საინტერესო იქნებოდა, რადგან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და ვერ ვმუშაობთ ამ საკითხზე კარგად. ისინი კი იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, მაგალითად, აფხაზეთის სამთავრობო ორგანიზაციიდან, მოსკოვიდან და ა.შ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 70 000 ქართველია და 75 000-80 000 აფხაზები. ერთიანი მონაცემები არ არსებობს, რადგან არ არის მოწესრიგებული სტატისტიკა და უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე მეცნიერული'' - განაცხადა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ავთანდილ სულაბერიძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary