კავკასიის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი თსუ-ში
02 სექტემბერი, 2013
კავკასიის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა თემაზე - "პოლიმერები და მოწინავე მასალები".
სიმპოზიუმი 4 სექტემბრამდე გაგრძელდება, ინგლისურ ენაზე წარიმართება და მასში მინაწილეობას 9 ქვეყნის 90 წარმომადგენელი მიიღებს. 

ღონისძიება თსუ-ს სრულმა პროფესორმა ომარ მუკბანიანმა გახსნა. მან სიმპოზიუმის მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი პოლიმერებისა და მოწინავე ქიმიის სფეროში მომუშავე მეცნიერებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ საკუთარი კვლევები, რომლებიც ზემოხსენებულ სფეროებში არსებულ პრობლემებსა და აღმოჩენებს ეძღვნება. მისი თქმით, სიმპოზიუმი ასევე ხელს შეუწყობს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ქართული და კავკასიური სამეცნიერო ჯგუფების ინოვაციური სამეცნიერო კვლევების გაცნობას. "შედეგად, ამას მოყვება პოლიმერული მეცნიერების განვითარება და დიდ წვლილს შეიტანს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დგას. კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ახალ საერთაშორისო კავშირებსა და ერთობლივ კვლევებს" - განაცხადა ომარ მუკბანიანმა. 

დღეს ფრანგი, ურაინელი, ლიტველი და ქართველი მომხსენებლები გამოვიდნენ. მოხსენებები ეხებოდა პოლიმერების გამოყენების საკითხს წარმოებაში. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს თანამედროვე ინდუსტრიაში პოლიმერული მასალების წარმოებისა და გამოყენების მნიშვნელობას. 

კავკასიის საერთაშორისო სიმპოზიუმი 2007 წლიდან ტარდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary