ლადო ბეროზას პროექტი სამხატვრო აკადემიაში
09 სექტემბერი, 2013
ლადო ბეროზას პროექტი სამხატვრო აკადემიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
15 სექტემბრიდან ლადო ბეროზას პროექტი დაიწყება სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.


ის 11-თვიანია და მასში მონაწილეობის მსურველებს 15 ივლისამდე შეეძლოთ თავიანთი ნამუშევრების, ფოტოებისა და სამოტივაციო წერილის გაგზავნა. შერჩეულ სტუდენტებს თავად ხელოვანი გაესაუბრება და, საბოლოოდ, პროექტისათვის 20 კონკურსანტი შეირჩევა.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდა მხატვრებს გაუღრმავდეთ გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ევროპულ სახელოვნებო სასწავლებლებსა და თავისუფალ სახელოსნოებში. ახალგაზრდა მხატვრებს მიეცემათ შესაძლებლობა, აითვისონ და გაიაზრონ მრავალფეროვანი მასალა, რომელსაც თანამედროვე ხელოვნება მათ საკუთარი ხედვისა და ინტერესების გამოსახატავად სთავაზობს.

სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლის მაია ყიფიანის თქმით, ლადო ბეროზა სექტემბერში ჩამოვა საქართველოში და მონაწილეებს სტუდენტეთან გასაუბრების შედეგად თავად შეარჩევს.

ხელოვანი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სტუდენტებს გააცნობს თანამედროვე ტენდენციებს სახვით ხელოვნებაში და ასევე ჩართავს მათ ერთობლივ პრაქტიკულ სამუშაოში. სტუდენტებთან მუშაობა როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურადაც წარიმართება. პროექტის ფარგლებში იქნება შეხვედრები თეორეტიკოსებთან და არტისტებთან, ასევე სამხატვრო აკადემიის პედაგოგებთან.

პროექტი დასკვნითი გამოფენით დასრულდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary