ახალგაზრდა შემოქმედები 10 წლის გიორგის დასახმარებლად ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ
13 სექტემბერი, 2013
ახალგაზრდა შემოქმედები 10 წლის გიორგის დასახმარებლად ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოეზიის საქველმოქმედო საღამო მოეწყო.
ახალგაზრდა შემოქმედი ქალბატონები 10 წლის გიორგი ჯიშკარიანის დასახმარებლად გაერთიანდნენ. დღევანდელ საღამოში პოეტები - თეა თაბაგარი, ნინო ჭინჭარაული, ეკატერინე დონდუა, თამთა გრიგოლია, მაია გონჯილაშვილი, მედეა კაზარაშვილი, ნინო საძაგლიშვილი, ნათია აბულაძე, ცირა თევდორაშვილი და ლელა გაბური მონაწილეობდნენ. საღამოს მუსიკალურად მაკა ცაავა აფორმებდა. მათ დარბაზში შესაწირი ყუთი დადგეს. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, გიორგის დასახმარებლად გარკვეული თანხა გაეღოთ.

ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ჭინჭარაულმა აღნიშნა, რომ ამჟამად 10 წლის გიორგი ჯიშკარიანი სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება. "საღამო 10 წლის გიორგი ჯიშკარიანის დასახმარებლად ტარდება. გიორგი გერმანიაში იმყოფება. ამჟამად დიაგნოზის დასმის ეტაპი მიმდინარეობს, დიაგნოზის დადგენა ვერ ხერხდება და დიდი თანხაა საჭირო. ქალ პოეტებს გვინდოდა, წვლილი შეგვეტანა ამ საქმეში" - განაცხადა ნინო ჭინჭარაულმა.

პოეტ ეკატერინე დონდუას თქმით, ეს რიგით მეორე საქველმოქმედო საღამოა, რომელშიც ის მონაწილეობს და რომელიც პატარა გიორგის დასახმარებლად იმართება. 

"დღევანდელი საღამო ნინო ჭინჭარაულისა და თეა თაბაგარის თაოსნობით მოეწყო. ეს მეორე საქველმოქმედო საღამოა, რომელშიც ვმონაწილეობ. წინა საღამო სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა. მაშინ გარკვეული თანხა შეგროვდა და გიორგის დედის ანგარიშზე გადაირიცხა" - აღნიშნა ეკატერინე დონდუამ.

სტუდენტმა და "სტუდენტური ამბების" ჟურნალისტმა მარიტა სახლთხუციშვილმა, რომელიც საღამოს ესწრებოდა, გვითხრა, რომ მსგავს საღამოებს ხშირად ესწრება.

"სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ვნახე ღონისძიება, სახელწოდებით: "ქალი პოეტები ქველმოქმედებისთვის". ძალიან დამაინტერესა და ამიტომ მოვედი. საინტერესო იყო, დიდი სიამოვნებით მოვუსმინე და ძალიან კმაყოფილი ვარ" - აღნიშნა მან.

ქალი პოეტები იმედოვნებენ, რომ საქველმოქმედო საღამოს კიდევ მოაწყობენ. მათი თქმით, ამჟამად საქართველოს ბანკში გიორგი ჯიშკარიანის დედის, ია კოხრეიძის ანგარიშია გახსნილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემდეგ ანგარიშზე GE55BG0000000294612100 თანხის გადარიცხვა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary