„ ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა - პრობლემები და პერსპექტივები“
16 სექტემბერი, 2013
„ ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა - პრობლემები და პერსპექტივები“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანულ ასოციაციაში თემაზე „ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა - პრობლემები და პერსპექტივები“ დისკუსია გაიმართა. მომხსენებლის რანგში დისკუსიაში მონაწილეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ნანა მეფარიშვილი და „ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე იღებდნენ.
დისკუსიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მომხსენებლები და აუდიტორია ერთხმად შეთანხმდა, რომ საჭიროა ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმა, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება და ზოგადად ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის შესახებ კანონის არსებობა. გამოიკვეთა პრობლემა და მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არის ენერგოეფექტურობა ეფექტური საქართველოში.

„დისკუსია საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ ამ პრობლემასთან მიმართებაში აუდიტორიის ჩართულობა და დაინტერესება იგრძნობოდა. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ამ მხრივ სოციალურმა მედიამ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როგორ შეიძლება პროცესში საზოგადოების ჩართვა“ - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი, ლაშა გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ამ და მსგავს საკითხებზე ახალგაზრდა არქიტექტორები მხოლოდ თეორიულად მუშაობენ და მათი იდეების პრაქტიკული განხორციელება არ ხდება იმის გამო, რომ საქართველოში ამ კუთხით შესაბამისი ბაზარი არ არსებობს.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია 2012 წლიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „დისკუსია სამუშაო დღის შემდეგ“. დისკუსია მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე ყოველი თვის 15 რიცხვში იმართება. 2013 წლიდან პროექტის პარტნიორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი(CIU).

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary