დევნილთა შემწეობა 45 ლარამდე გაიზრდება
19 სექტემბერი, 2013
დევნილთა შემწეობა 45 ლარამდე გაიზრდება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატებსა” და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ დავით დარახველიძეს შორის "თბილისი მერიოტში" შეხვედრა გაიმართა.

მინისტრმა თავისი ანგარიში წარადგინა და დევნილთა პრობლემებზე ისაუბრა, ხოლო "ახალგაზრდა ადვოკატებმა", ძირითადად, ყურადღება გაამახვილეს წეროვანში მცხოვრებ დევნილებზე.  მათი წარმომადგენლის ნინი ისაკაძის თქმით, ისინი ცხოვრობენ კოტეჯებში, სადაც ჩამოდის წყალი, არის ძალიან ცუდი პირობები. ასევე აწუხებთ მაღალი ტარიფები. მათი ყველაზე დიდი პრობლემა კი კასპის გაზია. მინისტრმა უპასუხა, რომ წეროვანის პრობლემები შესწავლილია და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, მათი გაზის დავალიანება 570 000 ლარი გადაეხადათ, თუმცა, ახალი დავალიანება დაახლოებით 800 000 ლარზე მეტია, რომლის გადახდის ვალდებულება მათ არ აკისრიათ.

დავით დარხაველიძემ ბინების განაწილების თაობაზეც ისაუბრა, თუ რა ეტაპი უნდა გაიაროს დევნილმა ბინის მისაღებად. სამინისტროს ინიციატივით, ყველას ვინაობა, ვინც ბინით დაკმაყოფილდება, დაიდება ვებგვერდზე.

დევნილთა კანონმდებლობაში ცვლილებები შედის. ახალი კანონის თანახმად, გათვალისწინებულია, გაუქმდეს კომპაქტური და კერძო სექტორი, გაიზარდოს დევნილთა შემწეობა 28 ლარიდან 45 ლარამდე. ახალი კანონის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილებს დევნილის სტატუსი მოეხსნებათ. „ახალგაზრდა ადვოკატები“ და დავით დარახველიძე შეთანხმდნენ, რომ ყურადღებას მიაქცევდნენ საკითხს, რომელიც ეხება ფიქციურად განქორწინებულ დევნილებს.

შეხვედრის მიზანი იყო პრობლემატური და მიმდინარე საკითხების განხილვა და შეკვრა. ამის შემდეგ დაიდება სპეციალური ანგარიში, რომლის შესახებაც ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. ეს ანგარიში გაზეთის სახითაც დაიბეჭდება და გავრცელდება.
შეხვედრა პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში შედგა. პროექტი აგვისტოდან დაიწყო და მისი მიზანია, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ინსტიტუციების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, საჯარო უწყებების გამჭვირვალობა და ურთიერთობის უწყვეტობა საზოგადოებასთან, მაღალი საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების თანამონაწილეობა საჯარო მმართველობის პროცესში და ინსტიტუციური დიალოგის, როგორც კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary