ქართველი ახალგაზრდების პრობლემები ნიუ-იორკში
22 სექტემბერი, 2013
ქართველი ახალგაზრდების პრობლემები  ნიუ-იორკში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოს ახალგაზრდობის ელჩ თორნიკე ზურაბაშვილთან გამართულ შეხვედრას ღია სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

შეხვედრა ქართველი ახალგაზრდების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხებოდა. თორნიკე ზურაბაშვილმა თავდაპირველად პრეზენტაცია წარმოადგინა გაეროსა და მისი ფუნქციის შესახებ გაეროში, ასევე დამსწრე ახალგაზრდობას  სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი გააცნო. ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებმა საკუთარ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.

თსუ-ს სტუდენტის რატის თქმით, სახელმძღვანელოები ძვირი ღირს, თარგმანი ცუდია: "მაგალითად, სტატისტიკა დამუშავებულია არა სტატისტიკოსის მიერ, არამედ ინგლისურის მასწავლებლის მიერ, რომელმაც არ იცის ტერმინები".

შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორის რევაზ ცნობილაძის აზრით, მთავარი პრობლემა არის მოტივაციის არარსებობა, ახალგაზრდობის ჩართულობა კი ყველაზე მნიშვნელოვანია.

სკოლის მოსწავლეების პრობლემა, ძირითადად, სკოლებში თვითმმართველობების არარსებობას უკავშირდებოდა, ასევე იმ წიგნებს, რომლებიც საჩუქრად დაურიგეს მათ და ძალიან უხარისხოა. ფურცლები იყრება წიგნიდან და დაზიანების შემთხვევაში ჯარიმა დაეკისრებათ. მოსწავლეებმა ყურადღება გამაახვილეს ასევე მასწავლებლების განათლების დონესა და ქცევაზე. შეხვედრაზე მოსწავლეები ტყიბულიდან და საჩხერედანაც ჩამოვიდნენ. ერთ-ერთი მოსწავლის მათე ბუბაშვილის თქმით, რაიონების სკოლაში პრობლემაა ინფორმაციის მიღება, მასწავლებლების განათლების დონე. შეხვედრის ბოლოს სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ამ ეროვნული ტურის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ახალგაზრდებთან შეხვედრას სხვადასხვა რაიონში, თორნიკე ზურაბაშვილი გეგმავს, ჩავიდეს წეროვანსა და ზუგდიდში. 

ამ შეხვედრების შედეგი, საბოლოოდ, არის ის, რომ 6 ოქტომბერს თორნიკე ზურაბაშვილი გაემგზავრება ნიუ-იორკში და მიიღებს მონაწილეობას სოციალურ კომიტეტში. გენერალურ ასამბლეაზე ექნება 5-წუთიანი გამოსვლა, ამ პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შეარჩევს და იქ ისაუბრებს.

შეხვედრას სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary